Andro_forza juveპირლოს პოზიციაზე რო დადგეს და პასები ანაწილოს?
იქ ბიჭები გაიტანენ მორატა,ბერნა,კულუსა მგლები
განვიხილოთ განვლილი ჯგუფური ეტაპი
ფორუმის საერთო აზრით, ნუ ობიექტური უმრავლესობის პორჩუგეზები გავიდნენ ჯგუფიდან რაფა გერეროს რიკოშეტი გოლით,ანუ პირველი და ერთადერთი გოლით რომელიც გაიტანა ნაკრებმა.

ეს არის მესამეადგილოსნების ცხრილი
აქ ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა რომ მესამე ადგილოსნების ბოლო ადგილით გაძვრებოდა პორტუ,თუმცა რიგი მიზეზებით ეს არ მოხდა...საინტერესოა რა მიზეზები იყო ამის გამომწვევი..
აქვს შეგვიძლია მოვიყვანოთ მეორეადგილოსნების შედეგები
1.ავსტრია -- 4 გატანილი /3 მიღებული/ ბურთები +1/ ქულა 6
2.ესპანეთი-- 6 გატანილი/1 მიღებული/ბურთები +5/ ქულა 5
3.გერმანია-- 6 გატანილი/5 მიღებული/+1/ქულა 4
4.ხორვატია-- 4 გატანილი/3 მიღებული/+1/ქულა 4
5.უელსი-- 3 გატანილი/2 მიღებული/+1/ქულა 4
6.დანია-- 5 გატანილი/ 4 მიღებული/ +1/ ქულა 3
ანუ პორტუგალია მართალია მესამე ადგილზე გავიდა და 6 მესამეადგილოსანში პირველზე, თუმცა ქულებით,ბურთების სხვაობითა და გატანილი გოლებით 2-ე ადგილოსნებშიც 3-ე საუკეთესო გუნდია.
რა მანქანებით გამოდის ესე დაინტერესდება მავანი...
მოდით პორტუგალიის შედეგს გამოვაკლოთ მისი(და არამარტო) დამაქცევარის და ჩემპიონატის ყველაზე გამაღიზიანებელი, გადაბერებული, ყიამყრალი და არაფრის მაქნისი ფეხბურთელის თითიდან გამოწოვილი 5 გოლი და 1 პასი და შევხედოთ შედეგებს...
ამგვარად..
პორტუგალია -- 1 გატანილი/6 მიღებული/ ბურთები -5/ ქულა 3
ამ შედეგით პორტუგალია ზემოთ მოყვანილ მესამე ადგილოსნების ცხრილში დაიკავებდა ბოლო ადგილს და ფინეთის ნაკრები ითამაშებდა მერვედფინალში

ისე კი არათუ მესამე,არამედ მეოთხე ადგილოსნებს შორისაც კი რუსეთის ნაკრები გაასწრებდათ გატანილი მეტი ბურთის წყალობით.
ამრიგად მონაწილე 24 გუნდში იქნებოდნენ 19-ე ადგილზე
დღევანდელი მდგომარეობით კი არიან 9-ე ადგილზე მერვედფინალში გასული 16 ნაკრებიდან და ხვდებიან შედეგებით 3-ე ნაკრებს.
This post has been edited by mind_auger on 26 Jun 2021, 14:34