ფიესტაარ ვუძებნი არანაირ ფორვარდის სახელს მესეს ;დ
ქვეტექსტებით ლაპარაკი არ მევასება ;დ
აი რავი, მიკვირს ამის ახსნა რო მიწევს მართლა, მარა ვერ ვხვდები მესის ნახევარმცველად რატო ასაღებთ.
აი უმარტივესად გეტყვი :
ნებისმიერ ფეხბურთის წყობაში , მეკარის წინ არის სამი 'ხაზი' ასე ვთქვათ:
დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა.
ნუ დაცვა იქით იყოს და კლასიკური ნახევარდაცვა არი მოედნის ცენტრში, ნებისმიერ წყობაში ეგრეა,
სამ ყველაზე გავრცელებულს მოვიყვან:
მილანის 4-3-1-2, სადაც
ზეედორფი გატუზო პირლო - ნახევარდაცვა;
კაკა შევა პიპო(ან კრესპო) - თავდასხმა ;
იდეაში კაკა ხო ნახევარმცველია, მარა არ არი, ანუ ნომინალურია რა ;დ ანკეტაში შემტევი ნახევარმცველი კი უწერია და არის კდიეც, მარა ეგ ხო სუ სხვა ნახევარმცველია, ვიდრე ვთქვათ პირლო.
ან ძველი მანჩესტერის 4-4-2:
რონალდო სქოულზი და კამანდა ნახევარმცველები
რუნი ნისტელროი - ფორვარდები
(ეს 2007 წლამდე იასნია, მერე როლანდა რო ნომინალურზე ავიდა კი დაიწყო გატანა ;დ )
და რავი თითონ ბარსას 4-3-3
ხავი ინიესტა ბუსკვერცხი ნახევარმცველები
მესი - ეტო -ანრი ( ან პედრო-ვილა-იბრა იმათ მაგივრად ) წინა ხაზში.
ხოდა ''მესი ნახევარმცველია'' ში მე ყოველთვის ვიგებ, რო : ხავი, გიგზი ან პირლოს პონტში იმენა ნახევარმცველიაო ამბობთ და სგსგ რა მაგარია 700 გოლი აქ მაქედანო ;დდ
არადა არაა კლასიკური ნახევარმცველი, უბრალოდ შეუძლებელია რო მაგდენი გოლი, ან თუნდაც ასისტი დადო შუა ხაზის იგროკმა.
აა და დავიდ სილვა კიდე, ეგეც შუა ხაზშია, მანდ წინ - აგუერო, სტერლინგი , სანე, ბ. სილვა და ა.შ. კამანდაა ; დავიდი, დებრუინი და ა.შ. შაუ ხაზის ხალხია - ნუ რას მახსნევინებ ;დ
აი ის, რო მესი ამ ბოლო დროს უკნიდან ყომარობს, ეგ არი გუნდის შუა რგოლი გაუმართავობის ბრალი, თორე ხავიესტა და კამანდა რო იყო, როდის უწევდა ცენტრიდან თრევა ;დ
ნუ რათქმაუნდა, რეალთან ლიგაზე, ან ბილბაოსთან და ა.შ. ეგრე ცენტრიდან გოლების მომენტებს თუ არ ჩავთვლით, რაც პირადად მესის ოსტატობის ამბავია და არა იმის რო პერმანენტულად მაქედან ჩადიოდა საჯარიმოში ;დ
რაივ, მგონი გასაგებია ხო? დ;
p.s.
ვაიმე რამხელა რაღაც დამიწერია ამის დედაც
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4