r-evolution:გირჩის დადებულზე თუ იძახი,გირჩი ლიჩნად მე ###ზე მკიდია და ვერც აღვიქვამ სერიოზულ რაიმე ძალად.
მაგრამ დანარჩენი ილოზე რა პუნქტებიცაა,ჰაერიდან მოტანილი არცერთი არაა,პირიქით სავარაუდოდ ბევრი აკლია კიდე და არაა მანდ მოხვედრილი.
დანარჩენი მარტივად ფოტო-ვიდეო მასალითაც გადამოწმებადია.
მაგალითად აგერ მშვენიერი ფოტო.
პატრიარქის ძალიან გულთბილი შეხვედრა, სამხედრო-კრიმინალური ბანდების გადატრიალების ორგანიზატორებთან და 1992წ., 7 იანვრის, აგრეთვე 2 თებერვლის აქციებზე დახვრეტილი ხალხის ჯალათებთან. 1992წ.
სურათზე: პატრიარქი, სამხედრო საბჭოს წევრები: თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი, აგრეთვე პუტჩისტების ე. წ. შინაგანი ჯარის . სარდალი, 2 თებერვლის ერთ-ერთი პირსისხლიანი ჯალათი გელა ლანჩავა.

ჯაბა იოსელიანის პირადი წიგნიდან და მოგონებებიდან.
პუტჩის შემდგომ, 1992წ. იანვარში, ილია მეორე ეუბნება ჯაბა იოსელიანს: "აი ხომ გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე!" - სათნო ღიმილით მეუბნება იგი (აღნიშნავს ჯაბა იოსელიანი) საკუთარ წიგნში.

არადა ამ გულითადი შეხვედრის დროს პუტჩისტებს: 1992წ 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, 7 იანვარს სადგურის მოედანზე და დელისის მეტროსთან, შემდგომ კი 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე, ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი ჰყავთ დახვრეტილი.
ამის ვიდეოებიც არსებობს და გექნება ნანახი,ვერ მოვძებნე უბრალოდ ახლა.
--
თვითმფრინავის ბიჭების საქმე და მამა თეოდორე ჩიხლაძეც გემახსოვრებათ აქ. როგორ გაწირეს მართლა და 1 სიტყვა არ შეაწიეს,მაშინ როცა ის მართლა არაფერ შუაში არ იყო და პირიქით,ეუბნებოდა იმათ რომ არ გადაედგათ ეს ნაბიჯი და არ გაეკეთებინათ. სასამართლოები როდესაც მიდიოდა სა ისეთი სურთი დადგა რო სიკვდილისთვის იყო განწირული ესეც,1983წ ილია მეორემ განაცხადა, "მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე", ასეთი მღვდელი და სასულიერო პირი ჩვენ არ გვყავდაო. მან უპატრონოდ მიატოვა პატიოსანი და უდანაშაულო მღვდელი.

აი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თეოდორე ჩიხლაძე სასულიერო პირი იყო. სასულიერო ელიტამ კი ის, ბოლომდე უმოწყალოდ გაწირა.
და რამდენია კიდე ასეთი

და რაც არ ვიცით კიდე ათი იმდენი იქნება ალბათ.
---
ზვიადის მკვლელობის საქმე,როგორ ჩაიფარცხა ისე და როგორ იფარცხება აგერ უკვე მესამე მთავრობის პირობებში ისე რომ ოდნავაც არ დაძრულა გამოძიება და არაფერი ? რას ფიქრობთ ამაზე? ზვიადის მკვლელობა კი არა რა საქმე არ გახსნილა და დეტალები არ გამოსულა მსოფლიოში,იმიტომ ხომ არა რომ ეგ ამბებიც დედა ეკლესიიდან მოდიოდა და "გაასაღეს" მათი აზრით მათი პირადი მტერი და საფრთხის შემცველი დისიდენტი ?

რავიცი,მე ეს აზრი მიტრიალებს სულ თავში,მაგრამ გასკდება ეს ამბავი როდესმე და ყველა ყველაფერს გაიგებს.
This post has been edited by Dima Fan on 6 Apr 2019, 14:04