Anime-boyმაგ პერიოდში ინტერის ყველაფერს ვუყურებდი რისი საშუალებაც იყო.
ლუგანოები და ძალიან უმნიშვნელო ამხანაგურებიც კი არ გამომიტოვებია.

პრიმავერას თამაშებსაც ვნახულობდი.
2011 - დან 2018 მდე ინტერის თამაში გამოტოვებული მექნება ჯამში 10 ალბათ.
ისიც იმიტომ რომ იმ დროს სადმე ისეთ ადგილას ვიყავი რო ვერ ვუყურე
მაგრამ მერე ჩანაწერს სულ ვნახულობდი.
სოფელში ინტერნეტი რომ არ იჭერდა კარგად სადღაც დასაკარგავში დავმჯდარვარ და ლაივსქორზე მიმიდევნებია ბოლომდე თვალყური

აი ტექსტური ლაივი როა მაგით.
სხვის დაბადების დღეზე საერთოდ გავსულვარ და აივანზე მიყურებია
ძაან ბევრ ადგილას არ წავსულვარ და ძალიან ბევრი ადგილიდან წამოვსულვარ ინტერის თამაში რომ არ გამომეტოვებია.
დარწმუნებული ვარ, აქ ბლომად ხალხია ეგრე.
ჰოდა, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამის გამო ინტერისადმი და ამ თემისადმი. მჯერა რო განსხვავებულად გვიყვარს გუნდი და სხვა ბევრი გუნდის გულშემატკივრებში ეს არაა.
გუშინ წინ თუ გუშინ თამაში რო იყო ეგ აქედან გავიგე.

ისე ძაან აღარ ვარ დაინტერესებული, როგორც ადრე, მაგრამ აი ის ცხოვრება ვერ წარმომიდგენია რო მე ინტერის თამაშს არ დაველოდები და არ ვნახავ არ ვიცი, ალბათ მიჩვევაა უკვე.
რამდენი რამე შეიცვალა ცხოვრებაში, ყველაფერი იცვლება და უნდა იცვლებოდეს, მაგრამ კვირიდან-კვირამდე რო მატჩს ველოდები ეგ ეგრე დარჩა და ვერ წარმომიდგენია რო ოდესმე დავიკიდებ და აღარც ვნახავ.
ჰოდა, ეგ ინფორმაციაც დამავიწყდება დროთა განმავლობაში, უბრალოდ იმიტო დამამახსოვრდა რო მაშინ დიდი ინტერესი გამაჩნდა.
BeRoNaკი, მახსოვს, 19 წლამდელების ჩემპიონატზე იფრინა მგონი. მაგრად გამიკვირდა რო გალათასარაიში გადავიდა მერე, თან ეგრე იაფად.
მაგარი პიარი ჰქონდა.