ამ ტრანსფერებიდან და პრედსეზონიდან გამომდინარე ოთხეულია რეალურად ინტერის მაქსიმუმი.

ტეხავს პროსტა, მაგრად ტეხავს.
რეალურად ახლა ამ წამს, ერთადერთი ფორვარდი ჰყავს გუნდს, ლაუტარო.
არადა 3 აგვისტოა უკვე და თვის ბოლოს ჩემპიონატი იწყება.
რას ფიქრობენ ნეტა გამაგებინა.

ნაინგოლანი ცუდი იყო გასულ სეზონში, სადაც გუნდს ჭირდებოდა ვერ გააკეთა საქმე, როგორც ნახევარმცველმა.
მაგრამ გოლები შეყარა, პრიჩომ მნიშვნელოვანი გოლები და ასე გასაშვები არ იყო მაინც.

უკეთესი მაინც იყოს ვინმე გუნდში.
ბებერი ბორხა ვალერო, არასტაბილური გალიარდინი და ვესინო.
ნუ ბროზოვიჩია ერთადერთი კითხვის ნიშნის გარეშე რომ ითამაშებს კარგად, მაღალ დონეზე.
სენსი ჯერ კაცმა არ იცის რა იქნება და ეს ნახევარდაცვა სამ ფრონტზე ვერ გაქაჩავს.
ეს თავდასხმა ერთ ფრონტზეც კი ვერ გაქაჩავს.
დაცვა კარგია თითქოს, მაგრამ აგერ გოდინი მინიმუმ ერთი თვით დამტვრეულა, ლაზაროც როდის გამოვა კაცმა არ იცის და ისევ დამბროზიოს იმედად ვართ, ფლანგზეც და ცენტრშიც.
This post has been edited by weasel on 3 Aug 2019, 14:08