მე ვუყურებ კომიქსებზე ფილმებს, ამ ენდგეიმსაც ვნახავ ახლა. იმიტომ ვყურებ, რომ ზოგადად ყველაფერს ვუყურებ

მარა უკვე სერიოზულად მოიტყვნა ტვინი სუპერგმირებზე ფილმებით
თან ისე დაეცა დონე, რომ ვანდერვუმენი ან აკვამენი თესლ ფილმებად ითვლება უკვე

10 წლის ბავშვს რომ მოსწონს აქვამენი ნუ ეს არაა გასაკვირი, ლოგიკურია. მარა 32 წლის მუტრუკი დორბლის ფრქვევით რომ გიყვება რა მაგარია აქვამენი რავიი
მარა ჩემი ფავორიტები მაინც მყავს ამ ჟანრში. სპაიდერმენის ორიგინალი ტრილოგია იმენა ბავშვობაა რა

ახლა შეიძლება ვეღარ ვუყურო, მარა მახსოვს ბავშვობასი ბევრი თესლი ემოცია მომცა.
ნუ მერე ნოლანი იყო, რომელმაც მოახერხა, რომ ლატექსის ყურცქვიტა კოსტუმიანი ზრდასრული კაცი სერიოზულად მიგვეღო და არ დაგვეცინა :დ საკაიფო ტრილოგია გამოვიდა.
მარველის ფილმბიდან პირველი რკინის კაცი მაგრად ასწორებს. და ნუ გალაქტიკის მცველებიც საყვარლობაა.
დისის ვოჩმენს არაუშავს და იქს მენის "ლოგანი" არ იყო ცუდი.
თანოსზე რომ გამოყლევდა სასტავი - ამანაირი ვილანი არ ყოლია მარველსო. თანოსი რომ ყველაზე თესლი ბოროტმოქმედი იქნება ეგ მაგრად ასახავს საერთო დონეს