კანსელოა რა, დაიკიდეთ
დანილოს წასვლა უნდა, თამაში მოენატრა და იხდიან ფულს, არ ღირს ძვირი.
ვიღაც ხომ უნდა იყიდონ სანაცვლოდ, ხოდა ცუდის ყიდვას - ბარემ კანსელოს ვარიანტია და ჩალიჩობენ, +20 მილიონით მეტი ღირს - რა ჩემი ###ა ამათთვის
დანილოს ჯობია, კაი აფგრეიდი იქნება, თუ ვერ ამოაგდებს როგორც მინიმუმ წნეხში ეყოლება და ტოპ ფორმაში მყოფი ვოქერი დიდი ძალაა გუნდისთვის..
ანუ თუ ვაცნობიერებთ სიტის სტატუსს & რესურსს დღევანდელ ფეხბურთში და ვხედავთ რომ ყოველწლიურად ხუთივე ტიტულისთვის იბრძვიან, გასაგებია რომ
არამარტო ძირითადი - არამედ სკამიც, ეი ორი თითქმის თანაბარი დონის თესლი გუნდი უნდა ჰყავდეს სულ და სკამის ხარისხი თუ დავარდება - ტიტულების რაოდენობაც დაიკლებს.
აგერ ამ სეზონში თუნდაც, ჟორჟინიოს დედას ###### ჯერ - მაგრამ 40 ფუნტზე შეთანხმება რაც იყო აღარ მოუმატეს მეტად და ჩელსიმ წაიყვანა. მიემატა დებრუს გაუთვალისწინებელი ტრავმაც მთელი სეზონი..
შედეგად ფერნანდინიომ, დათუნიემ და ბერნარდომ მთელი სეზონი backup-ს გარეშე ჩაატარეს და ბოლოსკენ წამოეხმარათ გუნდოგანი ლაითად. მივიღეთ ის რომ მეორე წრეში ჯერ სილვა ამოვარდა ფორმიდან
და აპრილი-მაისი ფერნანდინიომ ფაქტიურად ვერ ჩაატარა - ალეწილი იყო და გადამწვარი.
არადა იმ პირობებში როცა ტოტენჰემის გამოგდებას და ფინალში გასვლას დააკლდა სანტიმეტრები, არავინ იცის პეპის სისტემაში ჩამჯდარი ჟორჟინიო და შედეგად დასვენებული ნახევარდაცვა რამხელა
boost იქნებოდა და ამ ისტორიულ სეზონს, ზემოდან კიდევ რას დაუმატებდნენ
ამიტომ რაც მეტი ნიჭიერი იქნება გუნდში ან სკამზე - მით უკეთესი
VIDEO This post has been edited by DATO1 on 7 Jun 2019, 21:19