მემგონი სხვადასხვა სასწორები გაქვთ შენ და ბართომეუს
ეს თავზე დაჯმამ გადაწონა რაღაცა ისე ჟღერს რა
რო შემოვარდება შეშლილი სახით ბართომეუ და დედამც შაერთოს ცოლადა ვინც ეს სირცხვილი შაშჭამოს და ხანჯალი რო ფუშოს ერნესტოს მუცელში
აი მაგ რეალობაში იქნებოდა ადეკვატური რეაქცია რავი
საერთოდ ჩვენ და ევროპელები განვსხვადებით მაინც რა
ჩვენ როგორც აზიელ ხალხს შეეფერება უფრო ფიცხები ვართ და ჰაე დედასა მტრისასაა გვჩვევია ხოლმე
და ისინი უფრო ცივად უდგებიან და პრაგმატულად რა
აი ჩვენ მაგალითად იმას განვიცდით რო ბოსნიელი ფანის თვალში ბარსელონა დამცირდა და ჩირქი მოგვცხეს და კლუბი შეგვიგინეს და ღირსება შეგვილახეს და სისხლია ასაღები და ვალვერდეს მოკვლის გეგმას ვსახავთ უკვე ( ათუკას ნაღდად ექნბეა ეგ გეგმა)
ხოდა ბართომეუ კიდე რავი დაჯდება და გადახედავს ალბათ ფურცლებს იქ ბიუჯეტს რო კარგად ვართ
სტატისტიკას რო კარგად ვართ და რაღაცა 3 თამაში გვაქ წაგებული 846 დან
და 3 ტიტულიდან 2 მოვიგეთ და მესამეშიც ცოტა დაგვაკლდა და დავსახოთ გეგმა ბიჭებო რო მომდევნო წელს აღმოვფხვრათ შეცდომები და უკეთეს გუნდად დავბრუნდეთ და რამე
ანუ ეგ განსხვავებაა რა და უნდა შევეგუოთ რო კულტურულად განვსხვავდებით იმათგან და იმათი ხედვა არ დაემთხვევა ჩვენსას და ცრუ მოლოდინები არ შევიქმნათ
და რავი მერე რო არ გავოგნდეთ რო რატო არ მოხსნეს და დაკლეს და სისხლი მოაფსმევინეს არ უნდა გვიკვირდეს ეგეთი რამეები რა
ეგაა ჩემი აზრი