1 აი ძაან საეჭვოა რომ კლოპის უფრო მაგრობა და მითუმეტეს ბევრად - ამ 2 წელიწადში სულ 4-5 მატჩი აქვს წაგებული ვალვერდეს მხოლოდ საიდანაც მხოლოდ 2 თუ იყო პრინციპული. კლოპმა კიდევ გაცილებით მეტი წააგო. თან 2 ფინალი
2 ბარსა არაა 1 კაცის გუნდი. უბრალოდ იმ 1 კაცით უფრო ძლიერი გუნდია ხოლმე
3. წელს განსხვავებულია მესი და უდიდესი გამოცდილება აქვს მხრებზე ამიტომ არ ჩააგდებს ან თუ ჩააგდებს ამის ხარჯზე სხვა გაილაღებს და გაიტანს
4 ლივერი როგორც გუნდი არანაირად არაა უფრო გამოცდილი - პირიქით ბარსას შემადგენლობის საკმაო ნაწილს რამდენჯერმე აქვს ლიგა მოგებული და ბევრი წელია ერთად თამაშობენ. უფრო მეტიც ჯერ კიდევ საბავშო აკადემიაში იყვნენ ერთად
5. მეორე მატჩისთვის თუ ბარსას უპირატესობა ექნა შეიძლება ის მეორე მატჩიც მოუგონ ენფილდზე. ამიტომ ეგ ვერ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
6. ეგეც საეჭვო მტკიცებაა - ტრიოდან მინიმუმ 2 კაცი უფრო მაღალი დონის ბარსას ყავს
7. სტანდარტებს გააჩნია. კუთხურებზე შეიძლება იყვნენ ცოტა უკეთესები, სამაგიეროდ საჯარიმო დარტყმებით დიდი უპირატესობა ექნება ბარსას თუნდაც მესის ხარჯზე
8. ეგ უკვე ტაქტიკაზე საუბარია და გამოჩნდება ვინ რას იზამს. ისე კი ზოგადად რომ ვთქვათ ეს ბარსა სწორედ ისეთი გუნდია რომელსაც ბევრნაირი ტაქტიკით შეუძლია თამაში
9. უტიტულოდ დარჩენა ჯერ ერთი კლოპის მახასიათებელია , მეორეც კიდევ ჯერ აქვთ გარკვეული შანსი რომ ნანატრი პრემიერლიგა მოიგონ
10. ინგლისის თასის აწევის რიგი ისეთივე მითია როგორც რეალს უნდა წაეგო იუვესთან ფინალი მხოლოდ იმიტომ რომ 2 ჯერ ზედიზედ ხდებოდა ლიგის გამარჯვებული
11. ლივერი კი არის ტიტულებს მოწყურებული მაგრამ ბარსასაც დიდი ხანია ლიგა არ მოუგია

12. ვერ იქნება მთლიანად გადმორთული ლიგაზე
13. საჩემპიონო გუნდი პირველ რიგში თავისი ქვეყნის ჩემპიონატს უნდა იგებდეს
14. ისტორიული უპირატესობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი
15. ინტუიცია - საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან თუ რა მოხდება. შარშან ვინმემ თქვა რომასთან რომ რაიმე ინტუაცია ქონდათ?
საქართველო უპირველეს ყოვლისა...