დავას დავაკვირდი გვარდიოლა - მეტს ხარჯავს თუ არა და როგორი კლუბი ჩაიარა პეპმა და როგორი კლოპმა, ხოდა მაგაზე დავწერ.
კლოპმა ჩაიაბარა ოთხეულზე მეოცნებე კლუბი, პეპმა ჩემპიონობისთვის მებრძოლი. - რეალურად 2016 ში როცა ისინი მოვიდნენ თავიანთ კლუბებში სიტი ბევრად ძლიერი იყო ლივერზე.
ანუ საწყისი ეტაპი უკეთესი ჰქონდა.
ეხლა შემადგენლობები ვთქვათ, გვარდიოლას ყველა სტარი ნაყიდი დახვდა, ანუ, სიტის მთავარი ვარსკვლავები პეპამდე იყო ნაყიდი. ცხადია იქ გადაბერებული ტურე და აშ. იყო მაგრამ სიტუაცია მაინც უკეთესი იყო სიტიში ვიდრე ლივერპულში.
აი ეს ხალხი დახვდა პეპს სიტიში: აგუერო, დე ბრუინი, კომპანი(არა ძირითადის კაცი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი.)
სტერლინგი( კი ამან ათამაშა, მაგრამ ახლის ყიდვა ხო არ დაჭირვებია? )
დავიდ სილვა, ფერნანდინიო, ოტამენდი.
რეალურად 6 ძირითადის ფეხბურთელი და მთავარი ვარსკვლავები იყო უკვე გუნდში და მეორე ხარისხოვან ფეხბურთელებში შეეძლო, + ზამენების ხალხში უამრვაი ფული გადაეხადა.
წარმუდგენელი ფუფუნებაა, აი რავი.
ეხლა კლოპომ რა ჩაიაბარა, ფინანსურად უფრო სუსტი (2016 წლის მონაცემებით) კლუბი, ოთხუელზე მეოცნებე , დემორალიზებული და აშ. თან კლოპამდე კარგა ხანი წარმატება არ ჰქონდათ ნანახი. (კლოპის ხელში ექნებათ თუ არა, ეგ გამოჩნდება)
ეხლა ვინც ლივერპულშია დახვდა: ლოვრენი, მილნერი, ფირმინო, გომესი, ჰენდერსონი, მორენო, ლალანა, ორიჯი,
რეალურად ორი ძირითადი კაცი, ჰენდერსონი და ფირმინო, + არნოლდი ახალგაზრდებიდან დააწინაურა.
ამის ფონზე მოუწია 9 ახალი კაცის ყიდვა, ანუ მთლიანი გუნდი თავიდან ასაწყობი იყო და ვინც დარჩა ძირითადი 11 კაცის გარდა, 90% გასაყრელია.
ანუ სულ ახლიდან უწევდა გვარდიოლაზე მწირი ფინანსებით გუნდის აწყობა.
თან, კლოპს მთავარი ვარსკვლავი გაუყიდეს, კოუტინიოს სახით, როცა პეპს როგორც ავღნიშნეთ ყველა დახვდა.
ეხლა, ამ უთანასწორობის ფონზე ვინ რამდენი დახარჯა:
ანუ რამდენად გადააჭარბა შემოსავალმა გასავალს. კლოპმა დახარჯა: 130 მილიონი.
გვარდიოლამ: 380 მილიონი.
წყარო:
https://www.transfermarkt.co.uk/premier-lea.../wettbewerb/GB1 თან, ეს იმ ფონზე როცა კლოპს მთლიანი კლუბი ასაწყობი ჰქონდა, თან მთავარი ვარსკვლავი გაუყიდეს.
გვარდიოლას კიდე ყველა მთავარი ფეხბურთელი ჰყავდა და დაცვა+ ზამენა ჰქონდა მარტო გასაძლიერებელი.
როცა გვარიდოლას ორი 70 მილიონიანი კაცი( სანე , მაჰრეზი) შეუძლია მშვიდად ეჯდეს სკამზე, კლოპმა 40 მილიონიანი სალაჰი უნდა აკციოს უტოპესად
ანუ, გვარიდოლას ნაკლები გამოწვევა და მეტი ფინანსები ჰქონდა,
შესაბამისად მეტიც დახარჯა.
გვარდიოლას უფრო დიდი პრობლემები და ნაკლები ფინანსები.
ხოდა, ვინც ამბობს რომ აი გვარდიოლას მეტის ხარჯვა არაფერ უპირატესობას არ აძლევდა თავს იტყუებს.
მეტიც დახარჯა და უკეთესი სიტუაციაც ჰქონდა.
ვინც არ აღიარებს არის სიტი/ბარსას ფანი,
ან ლივერის ჰეითერი.
This post has been edited by 5unnyday on 13 May 2019, 20:03