მამაბრილიანტი გიყვარს ხო ))
ბახარხალაბარსა ბავარიაზე გეთანხმები, მაგრამ სიტიში ხო ფაქტია რო რაც დახვდა ის გუნდი გაუშვა, დაიტოვა 8 კაცი, დაახარჯა 480 მილიონი და ახალი ააწყო და იმ გუნდით დადო 198 ქულა 2 წელში, იმავე პერიოდში კლოპმაც ყველა გაყარა, დაიტოვა ამანაც 8 კაცი და დახარჯა 410 მილიონი და დადო მეორე ადგილი, ანუ ლიჩნად ტრენერობით მოუგო გვარდიოლამ წელს თორე ხო ფაქტია რო 7 ქულით იყო წინ ლივერპული და უშლიდა ვინმე მოგებას? ისიც ხო ფაქტია რო 11 წლიდან კლე ტრენერი 9 ჩემპიონატს ვერ დადებს თან სულ 90+ ქულებით
აი ვაფშე რამდენი ტრენერი იყო საერთოდ ვინც 90 ქულას არის აცილებული და ვინც ეგეთი სულ რამდენჯერ აცილებულა 90 ქულას, ცოტას ნიშნავ ეხლა ეგ?
აქ ზოგი წერდა პელეგრინიმაც ხო მოიგოო ეპლიო, ეს დალოცვილი პელეგრინის მოგებული და გვარდის მოგებული 1 და იგივეა? 1 და იგივე გუნდი სეზონში 100 გოლს გაიტანს თუ 160 გოლს?
LEVANY-Mმოეთხოვება რას ნიშნავს კაცურად რა, აი რას ნიშნავ, როდის აქეთ გახდა ლიგა ისეთი ტურნირი რო მომეთხოვება და უნდა მოვიგოო და იგებდნენ ჰა? ან სულ რამდენი ტრენერი გინახია ვისაც ორზე მეტჯერ აქვს ლიგა მოგებული და ან რამდენი გინახია რო ყველა გუნდში ლიგას იგებდეს ჩამოწერე აბა მიდი
მაურინიო რო დანიშნეს ჩელსიში რამის მილიარდი დაახარჯა აბრამამ და რა ჩემი კლე მოიგო თან ის ჩელსი რომელიც მონსტრი იყო
პსჟ-ში მილიარდი დახარჯეს მარა რა მოიგეს, რას ქვია ყველაზე მდიდარი ხარ და მოგეთხოვება, რამე ახალ ცნებებს იგონებ?
რეალი რო ვერ იგებდა 1966 დან 1998 წლამდე რა გგონია არ მოეთხოვებოდა? ან საუკეთესო გუნდად არ იყო მიჩნეული იმ წლებშიც? მარა ყოველ წელს ისვრიდა არადა ლა ლიგაში ზედიზედ X5 ჩემპებს დებდა
იასნია ფულს რო ხარჯავ უნდა მოიგოს მაგრამ ლიგაზე მასე არაა რო ეგრე თქვა და მოიგო რახანც ფული გაქვ დახარჯული და კარგად იცი ეგ, აგერ იუვემაც მიიყვანა რონალდო მაგის გამო და აიაქსმა პირში გადაუგდო შიგ ტურინში თან, ვის თან რონალდოს გუნდს რომელიც ტიპი ლიჩნად ლიგაზე სახეს იძრობს ისე თამაშობს
410 მილიონი დახარჯა კლოპმაც უკვე და რატო არ თხოვ ეპლის მოგებას აბა თქვი, რა გგონია ლივერპულის შეფობას და ბალეშიკებს ლიგა ურჩევნიათ? ხო იასნია რო არა და ეგ შეფობამაც თქვა უკვე, აჯვი მიდი კლოპსაც, 410 მილიონს რო დახარჯავ შენც უნდა დადო წესით ეპლი ხო?
აი ლიგა რო დადოს გვარდიმ პროსტა მერე რაღა ექნება ხალხს სათქმელი ძალიან საინტერესოა
ნეტა გინდა კლოპი და გინდა გვარდი მომცა მანჩესტერში