არა არ დაიშლება,
2011 წელსაც მაგას იძახდნენ, პირველად რომ გავიდა ლიგაზე, 2010/2011 სეზონი იყო, ამ სეზონის მერე დაიშლებაო,
ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ, ინტერს მასტერკლასი ჩაუტარეს, მერვედფინალში კიდევ მომდევნო მილანური კლუბი დაიგლიჯეს YLLLLეზე, ნუ მერე ერთი ორჯერ ვერ გავიდნენ ლიგაზე და ერთი ორჯერ ჯგუფშიც ჩარჩნენ მაგრამ მაინც ახალი და განვითარებადი გუნდია და აბა სხვას რას უნდა ელოდო ტოტენჰემისგან?
ხოდა რავიცი, შარშან იუვენტუსს იმენა გაუმართლა რომ გაცდა ტოტენჰემს, ორი მატჩის ჯამში ზუსტად 4 მომენტი შექმნეს და ოთხივე გაიტანეს, და ტოტენჰემმა ერთი 10-12 მომენტი შექმნა, შეიძლება მეტიც, და სამი გაიტანა, ეგეც გამოცდილების ამბავი იყო, თან კიდევ არ გაუმართლათ რაღაც მომენტებში... ეს კიდევ წელს დაბალანსდა
როცა ოთხეული ე.წ. BIG 4 დაიშალა, სიტი იყო პირველი კანდიდატი ამ ოთხეულში შესვლის, ტოტენჰემმა კონკურენცია გაუწია და ბოლოსწინა ტურში ეტიჰადზე კრაუჩის გოლით ჩაახტა, და ბოლო წლებში პირველი გუნდი იყო რომელიც ინგლისიდან ლიგაზე მოხვდა იმ ოთხის გარდა (MU, Liver, Chelsea, Arsenal)...
როცა სიტის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა ლიგის მოგების და საყოველთაო და დიდი აღიარების მოპოვების, მაშინაც ტოტენჰემი ჩაახტა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე...
არადა ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან დღემდე, ამ 10 წლის განმავლობაში სიტიმ ყველა პოზაში იხმარა გუნდი, ყველანაირი დიდი ანგარიშით აქვს მოგებული, ლონდონშიც და საკუთარ მუჰამადა თუ ეტიჰადა სტადიონზე, მაგრამ იმენნნო კონკრეტულ ორ დაპირისპირებაში მოდღნა ტოტენჰემმა, სადაც პირველად ოთხეულს არ გააკარა, მეორედ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო..
რაც არ უნდა მოხდეს, ტოტენჰემმა თავისი გააკეთა, ძალიან მაგარი წლები გამოიარა...
ხოდა რავიცი, სიმპატიებიც უჩნდება მაყურებელს ამ გუნდის მიმართ და ცნობადობაც იზრდება და რატომ გგონია რომ დაიშლებიან? მალაგასავით ფულით და მაზუთებით აშენებული გუნდი ეს არ არის რომ ვინმემ დაფინანსება შეუწყვიტოს და დაიშალოს და ფეხბურთელებს კიდევ რაც შეეხება, ვინც არ უნდა დატოვოს, ჩაანაცვლებენ ნებისმიერ პოზიციას...
ბოლობოლო ბეილი და მოდრიჩი დაკარგა გუნდმა და მაინც არ დაშლილან,
წელს კიდევ კეინის გარეშე გავიდნენ ფინალში...
რავიცი, ჩემი აზრით ტოტენჰემის დაშლა ძალიან მოკლებულია ლოგიკას, და თუნდაც ალოგიკურობას

არ დაიშლება შანსი არაა... სიტი უფრო დაიშლება ვიდრე ტოტენჰემი