forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Liverpool Football Club [VOL.111], We won it SIX times!!!
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8605
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 4 May 2019, 19:51  #54606738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 6 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასი


სრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.


user posted image

ოფიციალური საიტი
ინგლისური ფან-საიტი
ქართული ფან-საიტი

გუნდის დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

30 წელი ჰილსბროს ტრაგედიიდან

1989 წლის 15 აპრილს ”ლივერპულის” 25000 ფანი სტადიონი "ჰილსბოროსაკენ" გაემართა ”ნოტინჰემ ფორესტთან” ასოციაციის თასის ნახევარფინალის საყურებლად. 96 მათგანი აღარასდროს დაბრუნებულა.

მატჩის დაწყებამდე "ლეპინგს ლეინის" ტრიბუნაზე ფანების კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი შეიკრიბა; გულშემატრივართა წყებები ერთმანეთს ემატებოდა და სიმჭიდროვე მატულობდა. წინ მდგომი მაყურებლები ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. პოლიცია ასეთ შემთხვევებში წინა რიგებთან იდგა და ზედმეტი რაოდენობის მაყურებელს გვერდითა ტერასებისაკენ ანაწილებდა, თუმცა ამჯერად, აუხსნელი მიზეზების გამო, ისინი იქ არ იდგნენ. საბოლოოდ მაყურებლების სიმჭიდროვე უკიდურესად გაიზარდა, მოხდა ჭყლეტვა და ამასთან ერთად გატყდა ღობე; შედეგად, 94 მაყურებელი ადგილზევე დაიღუპა. ოთხი დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლის გარდაცვალებით მსხვერპლი 95-მდე გაიზარდა, 1993 წლის მარტში კი ტონი ბლანდი გარდაიცვალა ოთხი წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ. დაღუპულ გულშემატკივართა საბოლოო რიცხვი 96-ია. ტრაგედიის მიუხედავად, მომხდარით გამოწვეულმა თანაგრძნობისა და მხარში დგომის აუცილებლობამ გააერთიანა ”ლივერპულის” ფანები მსოფლიო მასშტაბით და დროებით დაავიწყა მეტოქეობა მერსისაიდის გუნდის ფანებსა და მათ პრინციპულ მოწინააღმდეგეებს. 96 დაღუპულ ფანს 30 წლის განმავლობაში ყოველ წელს იხსენებენ ლივერპულში და ყოველთვის ასე იქნება.


Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!

user posted image

გუნდის შემადგენლობა (04.05.2019)

user posted image

გუნდის სტაფი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია)

მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი: პეტერ კრავეტცი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი: პეპინ ლინდერსი (ნიდერლანდები)

მეკარეების მწვრთნელი: ჯონ ახტერბერგი (ნიდერლანდები)
ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი: ანდრეას კორნმეიერი (გერმანია)
სამკურნალო საკითხებში ხელმძღვანელი: ფილიპ იაკობსენი (გერმანია)
სწორი კვების საკითხებში ხელმძღვანელი: მონა ნემერი (გერმანია)
მთავარი ექიმი: ენდი მეისი (ინგლისი)
მთავარი ფსიქოლოგი: ლი ნოუბსი (დიდი ბრიტანეთი)

user posted image

Standard Chartered: სპეციალური პრიზი ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის

აგვისტო: ვირჯილ ვან დეიკი
სექტემბერი: დანიელ სტარიჯი
ოქტომბერი: მოჰამედ სალაჰი
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი
დეკემბერი: მოჰამედ სალაჰი
იანვარი: სადიო მანე
თებერვალი: ვირჯილ ვან დეიკი
მარტი: სადიო მანე

he's virgil van dijk

user posted image

სეზონის გუნდი

user posted image

წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი

user posted image

წინათემები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by akkai on 3 Jun 2019, 11:01


--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
Promes
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 511
წევრი No.: 239042
რეგისტრ.: 19-December 17

გამოგზავნილია: 4 May 2019, 19:57  #54606759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირიშე
პლ დადებულიყოს boli.gif boli.gif boli.gif
Fana
ᅠᅠ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3025
წევრი No.: 133158
რეგისტრ.: 30-June 11

გამოგზავნილია: 4 May 2019, 19:59  #54606768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოდესმე პლ დაგედოთ lol.gif



3 მეტრი
jonjoli
მწნილთუხუცესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7757
წევრი No.: 36473
რეგისტრ.: 13-June 07

გამოგზავნილია: 4 May 2019, 20:24  #54606883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა წარმატებები



ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი , ენფილდზე სწრაფი გოლი და რაც კამპნოუზე არ გაგვიმართლა , აქ შეიძლება ერთიანად მოგვაჯვას იღბალმა

არარი ეგეთი მაგარი ვალვერდე რო ასე მარტივად გამოაგდოს კლოპი , იმენა გაცისკრა

ასე რომ ყველაფერი წინ არის , პირველი ბრძოლა წავაგეთ , მაგრამ ომი არ დასრულებულა

მაგრად მჯერა , რომ 3-4 გოლს გავუტანთ , მარა აი კარს რანაირად შევინახავთ მშრალად ეგ არ ვიცი


მოკლედ ძაან იმედიანად ვარ


This Is Anfield <3



p.s. დღეს რაფამ გვიჯიგროს , ხვალ ბრენდანამ )) ასე ერთიანი ძალებით ყველა ერთად თუ დავდებთ პლ ს biggrin.gif

This post has been edited by jonjoli on 4 May 2019, 20:26
where_security_fails
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 765
წევრი No.: 243201
რეგისტრ.: 30-May 18

გამოგზავნილია: 4 May 2019, 20:38  #54606936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fana
აქ ვისთანხარ


...................
110iani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5051
წევრი No.: 164450
რეგისტრ.: 28-March 13

გამოგზავნილია: 4 May 2019, 20:59  #54607034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


user posted image



მეტრი


--------------------
Dangerous combination, Chess and Cons
დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.Adolf Hitler
სარანჩა მყრალი ფრინველია - გ. გუგავა
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ რამე ახალი წამომცდესო.@ ვოლტერი
Georgian92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4382
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15

გამოგზავნილია: 4 May 2019, 21:20  #54607149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენი თემა biggrin.gif
benevento_1x
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 579
წევრი No.: 250188
რეგისტრ.: 24-April 19

გამოგზავნილია: 4 May 2019, 21:24  #54607168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია დღეც მაინც დააყენებს ნორმალურ სასტავს კლოპო


ამ ბარსას მეხუთეკლასელმა გოჩა ფანებმა რამდენი ხანი უდა ბურღონ ტვინი :დ


--------------------
ოპტიმისმში გადამდის@სერგი ფიფო
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7035
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 4 May 2019, 21:31  #54607212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსსსსსსს bis.gif
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16501
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 4 May 2019, 21:41  #54607273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმატებები. ამ მძიმე სეზონის ბოლოში. მომავალ 8 დღეში წყდება ყველაფერი, რისთვისაც მთელი გასული ივლისიდან მიმდინარეობდა მუშაობა.

არ ვიცი რა იქნება...
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა მთლიან გუნდს - ყველას ამ გაწეული სამუშაოსთვის. ამ სეზონში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა წინ


--------------------
_________Liverpool____________________


“I'm living the dream" - C.J

http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
LEVANY-M
საბოტაჟი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35247
წევრი No.: 27876
რეგისტრ.: 5-January 07

გამოგზავნილია: 4 May 2019, 22:01  #54607380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა უდროო დროს გაიტრავმა ფირმინო .....
ერთადერტი შეუცვლელი ვირჯილას მერე


--------------------
სიგნაჩა იცვლება, ოცნება მთავრდება
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18228
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 4 May 2019, 22:10  #54607430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს

დღეს მინიმუმ 2 გოლი და მერე ლესტერი

ბარსაზე ფიქრი ადრეა ჯერ


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
benevento_1x
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 579
წევრი No.: 250188
რეგისტრ.: 24-April 19

გამოგზავნილია: 4 May 2019, 22:24  #54607521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაია სასტავია,ისევ სტარიჯი ჯობია ვეინას წინ ყოფის ყურებას
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7035
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 4 May 2019, 22:29  #54607549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ფირმას პროსტა გაუფრთხილდა თუ კიდე რამე ეტაკა?
Georgian92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4382
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15

გამოგზავნილია: 4 May 2019, 22:31  #54607564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფირმას პროსტა გაუფრთხილდა თუ კიდე რამე ეტაკა?

გაფრთხილების ამბავი მგონია .. ბარსასთან აუშვებს rolleyes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0323 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]