ვან დენ ბერგი რამხელა ყოფილა უკვე ვარჯიშზე. დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. გახურება ჯერ.. ამ ახალგაზრდებიდან ვის აქვს შანსი. ცალცალკე ყველა გვინდა გაიქაჩოს, მაგრამ ისიც ლოგიკურია ამდენი ახალგაზრდა ვერ დარჩება უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში. თან უმეტესობა შემტევია:
ვუდბერნი ჯერ სანამ არ გაიზრდება, ამ თამაშით საერთოდ არ აქვს შანსი. ჩემი აზრით კურტის ჯონსს უფრო შეიძლება შეიძლება მიეცეს შანსი, ვიდრე ვუდბერნს.

ჰარი უილსონზე ტრადიციული ქება წავა. ახლაა უნდა აჩვენოს რა შეუძლია. უკან დერბიში ლამპარდი აღარ დახვდება. მითუმეტეს შაქირის ტრავმა აქვს, კონკურენტი ჯერ არ ეყოლება. მინდა დარჩეს უილსონი... მაგრამ ამ ეტაპზე მგონია რომ კიდევ გაანათხოვრებენ.
კენტსაც გრუიჩივით გაუგრძელონ არენდა და განაგრძოს ჯერარდთან თამაში აჯობებს. იქ ლიდერია. იმ ორი ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველიდან. დატოვებენ ჰუვერს მარჯვენა მცველის ბექაფად?
კლოპმა ჩემბერლენსა და ბრიუსტერზე ილაპარაკა, რომ მათ მნიშვნელოვანი როლი უნდა დააკისროს. აქამდე ბრიუსტერი ახალგაზრდულ ტურნირებზე ბრწყინავდა, მერე 1 წელზე მეტი ტრავმის გამო გაუცდა.. ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება სეზონის წინ.

იმ დღის მერე ალბათ რთულია ეს ამბავი გახსოვდეს.. კლოპმა ბრიუსტერზე ბარსელონასთან გასამართი შეხვედრის წინაც ილაპარაკა პრესკონფრენციაზე. როგორც თქვა ენფილდზე ბარსელონას წინააღმდეგ უნდა შემდგარიყო ბრიუსტერის დებიუტი ლივერპულში.
ლილის პრეზიდენტმა ილაპარაკა, სადღაც ფრანგულ გამოცემასთან, რომ ლივერპულს საუბარი ჰქონდა პეპესთან/მის აგენტთან. უშუალოდ კლუბთან მიმართვა არ ყოფილა.
Lille President Gérard Lopez: “I know that there have been talks with him, but not with us as a club. Liverpool have players in his (Pépé’s) position. I read that he could go there if players leave. I’m not fixed on Liverpool. But it’s true there are talks with agents.” (RMC)
* * *
გავარდა ეგვიპტე და სალაჰი.. აბა წარმატებები სენეგალს.
სალაჰმა კი დაისვენოს... სამეულის ერთი კაცი მაინც გვჭირდება ფორმაში შესული, უკვე აგვისტოს სტარტზევე