ეგ უსუფაშვილი, 9 აპრილის მერე გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში.
მე გეტყვით რატო არ აძლევს ხალხი ხმას, 2012-2016 წლებში იყო პარლამენტის თავჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში.
როცა თავდემებმა დატოვეს, რესპებს უკვე ისეთი მნიშვნელობა ჰქონდათ შეეძლოთ უმრავლესობა დაეშალათ.
ეს ძალაუფლება როგორ გამოიუყენეს ? ვერანაირად, ერთადერთი 2012-16 წლებში გადაავადეს ის რაღაცეები რაც ეხლა გვჭირს.
ჩინჩალაძის გაბატონება , დარბევები და აშ. მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებები ვერ მოიტანეს.
ხოდა, კარგი ხალხია, 2012-16 წლები შეიძლება საუკეთესო წლები იყო ოცნებისთვის, მართლა დაიწყო მცდელობა ცვლილებებისთვის და უსუფას და რესპების დამსახურებაა ეგ, მაგრამ
რეალურად ვერაფერი ქნეს.
ხოდა პოლიტიკოსი რომელიც ძალაუფლებას ვერ იყენებს, ხალხი არ ენდობა რა.
თორე კარგი ხალხია თეორიული ცოდნით.
2002 ში, თუ 2001 ში, ნათელაშვილს ყავდა უმრავლესობა, მოიგო კდიეც საკრბეულოს არჩევნები, მაგრამ ეგ მანდატი ვერ გამოიყენა და მიშა გახდა საკრებულოს თავჯდომარე,
მანამდე იმ მიშამ იუსტიციის მინისტორბიდან დაიწყო ძალის ჩვენება, რო ფიგურაა და თუ ხალხი ხმას მისცემს მიაწვება ბოლომდე თავისას, იმას რაც მაგას უნდა.
ნათელაშვილმა ჩაიჯვა.
ასევე, აგერ 18 % აიღო ელისაშვილმა მერის არჩევნებში, მარა თქვენ რომ დგაიჯერათ და პარტია ხიხიაოო იძახა, მაგიტომ არის ეხლა ###ზე და ნაცები როცა სუსტები იყვნენ და მართლა არსებობდა შანსი მესამი ძალის შექმნის ხელიდან გაუშვა. 18% თოფში ჩადო და ისროლა.
ამ დროს ნაცებმაც 17% აიღეს და აქციეს 40% ად.
იმიტომ რომ პოლიტიკის არ შეეშინდათ.
მიშა არასდროს დაუშვებდა ეგეთ პოლიტიკურ შეცდომას რაც ელისაშვილმა დაუშვა, თუნდაც შავგულიძის ამბებში.
პოლიტიკა კეთდება ასე, უნდა იომო, კომპრომისებზე წახვიდე და პოლიტიკოსად დარჩე, მაგით იცხოვრო, თუ არადა ისევ იმათთან წააგებ ვისაც ძალაუფლების ჟინი აქვს.
ძალაუფლება თუ არგინდა, არც პოლიტიკა გდომებია მაშინ.
ძალაუფლების გამოყენებას თუ არ აპირებ, უსუფას მაგალითი, არავის ჭირდები.
თუ ხალხის ნდობით არ ისარგებლებ, ანუ, ამ ხალხის ხმას ძალად არ აქცევ პარლამენტში, სკარებულოში,
ხვალ აღარავინ გამოგყვება.
ეგ ქნა უსუფამაც, ელისაშვილმაც და მარგველაშვილმაც. ამიტომ ვერ ცდებიან 1-2%ს.
ეხლა აქ რო იძახით არცერთი მინდაო, იქ არ დავდგები, აქ არ დავდგებიო, სწორედ მაგით სარგებლობენ ნაცებიც და ოცნებაც.
კოლექტიური მიშა ყოველთვის მოიგებს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ პოლიტიკოსად რჩება, კოლექტიური წიქარიშვილი ყოველთვის წააგებს იმიტომ, რომ უმწიფარია და ძალაუფლების გამოყენება არუნდა.
ასეთი მარტივი ამბავია.
მიშა-წიქარიშვილი სიტყვაზე, ბიძინა-ელისაშვილი თქვით თუ გინდათ.