Barca.საპროცესოს გაუკეთებენ კაცო, ან განრიდებისთვის :დ მკვლელობისთვის გამოუშვიათ, ეგ რა მიქვია :დ
ლუკამ მკითხა წინა გვერდებზე საპროცესო სტანდარტი როგორიაო
საპროცესო სტანდარტი, ანუ როგორც უნდა წარიმართოს პროცესი არის ესეთი
პროკურატურას მიაქვს შუამდგომლობა პარლამენტში, თუმცა არ მიაქვს მტკიცებულებები (ვიდეოები ანუ). პარლამენტში ხდება პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა. შესაბამისად, იმისთვის რომ პარლამენტი ''სიტყვაზე არ ენდოს'' პროკურატურას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული, მაქსიმალურად დეტალური და ერთი სიტყვით< იმდენად ინფორმაციული, რომ ჩაანაცვლოს მტკიცებულებების წარუდგენლობით შექმნილი ვაკუუმი
ამის ნაცვლად პროკურატურამ ადგა და პარლამენტს წარუდგინა აბსოლუტურად შაბლონური შამდგომლობა
აი მართლა ნებისმიერ სისხლის იურისტს/პროკურორს კითხეთ, ვინმეს თუ იცნობთ, ეგეთი მარტო 2015 წელს 1100 ცალი ვნახე, სპეციალურად პირველი წარდგენის სხდომებზე ანგარიში როცა გავაკეთეთ :დ ანუ იმდენად შაბლონურია, ტიპები ადგნენ და მარტო სახელი ჩაასწორეს სხვა შუამდგომლობაში
ახალი შაბლონიც კი არ გამოუყენებიათ

თუ ჩახედავთ ნახავთ, რომ შენგენის ზონაში გადაადგილებაზე წერია შიგნით, როცა ვიზა ლიბერალიზაციის მერე შეიცვალა ეგ ფორმულირება

ტიპებმა ჩაწერეს, აქტივისტების მობილიზაცია შეუძლია და ეს მიანიშნებს ახალი დანაშაულის საფრთხეზეო, რასაც უბრალოდ ნბესმიერ პირზე წერენხოლმე, ვისაც პასპორტი და საზღვრის კვეთა აქვს
ეგ არის ზუსტად პარლამენტის უპატივცემულობა და უტიფრომა, რომ შუამდგომლობა იყო შაბლონური, გადმოკატავებული მხოლოდ დისპოზიცია და შაბლონური დასაბუთება, რაზეც არათუ პარლამენტარის, ჩვეულებრივია დამიანის შემთხვევაში ვწერთ ხოლმე, რომ არასაკმარისია და ბუნდოვანი
იმის ნაცვლად, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტისას პარლამენტს მეტი ინფორმაცია მოეტხოვა, ისნინი პროკურატურას ენდნენ სიტყვაზე
და ეს არის სამწუხაროც და ინსტიტუციური ღრსების შემლახავიც
მელია დასაჭერია თუ არა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს დღეს მომხდართან