ვან დიიკი კარგი მცველია. ვიცით.
მაგრამ მაგაზე ოქროს ბურთი იქნება ყველაზე უსამართლო რაც ეგ ჯილდო არსებობს.
არანაირად იმსახურებს ტიპი. ბარსასთან თამაშებში საშუალო დონე იყო. პირველ თამაშზე ხომ 0-3. მეორე თამაშზე კი გააკეთეს ქლინ შითი, მაგრამ იქ მვპ იყო ალისონი.
ჯერ მესის ურთულესი ბურთი გამოუძრო ახლო ცრიანიდან. შემდეგ კოუტინიოს და სუარესს აუღო პირისპირ, და ორივე რთული ბურთები. ერთი რომ გასულიყო იქიდან, მორჩენილი იყო ბაზარი. მერე მოდის მატიპი, რომელმაც ლასტ მენ თექლი გააკეთა მესიზე, მაშინ როცა თითქოს გოლი გარდაუვალი იყო (მაგრამ ალბათ ეგ გოლი მაინც გაუქმდებოდა ვარის მიერ, რადგან ალბა ჩანდა თამაშგარეში, თუმცა მატიპის თექლს არ ამცირებს). მერე მოდის ტრენტი, რომელმაც კოუტინიოს ფეხი არ გაანძრევინა საერთოდ და მერე კუთხურიდან გააკეთა ის ასისტი. ვირჯილამ მხოლოდ ის მოახერხა რომ შესამჩნევი შეცდომა რა დაუშვია.
მეტი ლივერის თამაშები არა მაქვს ნანახი, ამიტომ კომენტარს მხოლოდ მშრალი სტატებიდან გავაკეთებ. ფინალშიც არ იყო ვირჯილა სტატების აგრეგატორებით საუკეთესო (სოფასქორი, ჰუსქორი). ქონდა ხუთი კლეარენსი და ერთი ლასთ მენ თექლი. შედარებისთვის მატიპს ქონდა 14 ქლეარენსი, და ტრენტს ასევე ქონდა ლასთ მენ თექლი. ვიფიქრე, ეტყობა რაღაც სასწაული აკეთა მოედანზე, რასაც სტატები ვერ აფიქსირებსო, და მისი მიმოხილვე დავგუგლე:
https://www.youtube.com/watch?v=N4V-_kfYhp4ერთადერთი, რასაც აღსანიშნავს აკეთებს არის ლასთ მენ თექლი სონზე, რომელიც ძალიან მარტივი ეპიზოდი იყო მცველისთვის, რადგან სონი კაცის მოტყუების შემდეგ მირბოდა, და ვირჯილას სისწრაფეც აკრებილი ქონდა, უფრო წინაც იყო. ნებისმიერი ჩემპ ლიგის კალიბრის მცველი განმუხტავდა იმ მომენტს.
რისთვის მისცეს ფინალის მვპ, არის აბსოლიტურად გაუგებარია. ვინმემ ამიხსნანს, იქნებ.. ალბათ უბანძესი ფინალი იყო და არავის გამორჩევა შეიძლებოდა.. ეგ კიდევ ყველაზე ძვირიანი მცველია გუნდის და ავტორიტეტის გამო მისცეს უბრალოდ.
ასევე ჩემპ ლიგაში სტატისტიკურად მცველის საზომებია წარმატებული ვარდნები, ქლეარენსები და დაბლოკილი დარტყმები. ასევე მოგებული დუელების რაოდენობა. არც ერთ კრიტერიუმში არ შედის ტოპ 10-ში.
პრემიერლიგაზე არ შემიხედავს და ვერ ვიტყვი. იქ შეიძლება მართლა გამორჩეულია, მაგრამ ის ტურნირი წააგო.
იმის თქმა მინდა რომ მარტო იდიოტი თუ დაამტკიცებს რომ ვირჯილა იმსახურებს ოქროს ბურთს.
სოფასქორის მიხედვით ჩემპიონთა ლიგაზე საშუალო ქულა აქვს 7.16, რაც 68-ე მაჩვენებელია ტურნირზე. ჰუსქორის მიხედვით აქვს 7.08, რაც 91-ე მაჩვენებელია ტურნირზე : DD აქ კიდევ კანავაროს ადარებენ.
პრემიერლიგაში უკეთესი იყო. სოფასქორის მიხედვით მეოთხეა ტურნირზე და ჰუსქორის მიხედვით მეხუთე, მცველებიდან ორივეში საუკეთესო.
This post has been edited by kaiser Soze on 10 Jun 2019, 01:29