არადა ზუსტად სხვანაირი თვისებების პატრონია გრიზმანი ვიდრე ბარსელონასი წარმომესახება მე
რასაც ვუყურებ ამ წლის პოსტებს, ყველა პოსტავს რომ ვალვერდემ შემტევი სული დაუკარგა ბარსელონას
აი ის სული, ხავიესტა + ნეიმარი/სუარესი/მესის პრაიმის დროს რომ ჰქონდა
ერთი შეხებით რო უკვე უტევდით და წამიერად რო ხდებოდა ყველაფერი
ეგეთი რამე გრიზმანის ხელში აღარ იქნება
1. ძალიან უყვარს გრიზმანს ტრიალი
2. ძალიან უყვარს გრიზმანს მაგალითად 2-0ზე ან 3-0ზე თამაშის დაწყნარება
3. ყველა ინტერვიუში სულ იმას იძახის რომ სიმეონეს ტაქტიკური განსწავლულობა არის ჩემთვის ყველაფერიო და მე თამაშის რიტმს გრძნობა მასწავლაო
ეხლა ეს რას ნიშნავს. კაროჩე სიმეონემ მაგას რეალურად სვარკა ფეხბურთის დროს რიტმის დაჭერა და ბურთის გორება ასწავლა. ანუ 1-0 ან 2-0ის შენარჩუნება
თორე არანაკლები შემსრულებლები ჰყავდა გრიზმანს ატლეტიკოში გვერდით, სწრაფებით და ახალგაზრდებით მაგრამ მაინც 1-0 ან მაქს 2-1 სრულდებოდა მაგათი შეხვედრები
კიდევ უფრო ნათელი მაგალითი. საფრანგეთმა რომ არგენტინას 4-3 მოუგო, მარტო მაგ თამაშში რად ღირს 4-2ზე როცა საფრანგეთი ბურთს იხელთებდა, და ეს ხდება თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე - გრიზმანი ყველას ხელით ანიშნებდა რომ შეტევის ნაცვლად ბურთი ვაკონტროლოთო. სანაცვლოდ მიიღო ბოლო 5 წუთი პროჭის ჟიმჟიმი და იქ დიმარიას თუ ვინც იყო რო ერთი სწორად მიერტყა ბურთი, ბოლომდე მჯერა რო მესი დამატებით დროში წირვას გამოუყვანდა მაგ ნაქებ საფრანგეთს
ნუ მერე აღარავინ ჰყავდათ სერიოზული და კი დადეს. ნუ ცალკე ისტორიაა რომ გრიზმანის გარდა მინიმუმ ხუთი კაცი იყო ვინც უფრო დიდი დამსახურებით დადეს ეგ მსოფლიო ვიდრე მაგან.
ეს არ არის არც საფრანგეთის და ბარსელონას დნმ
მხოლოდ ატლეტიკოსი, უფრო სწორედ სიმეონესი
ხოდა რამდენად გინდოდათ ასეთი სტილის ფეხბურთელი, თქვენზე მომინდვია
გუშინაც აი ანდორასთან იყო თამაში, და შეტევა რო იწყებოდა და ტიპი ბურთს იღებდა თუ არა ჯერ ტრიალებს დაუსრულებლად და სისწრაფეს უკარგავს, მერე უნდა რო ელეგანტურად ქნას რამე და გამოსდის შეტევის ჩაგდება უფრო სწორედ ტემპის დაგდება
ეგ კაცი არის იდეალური მხოლოდ ლონგ რან ჩემპიონატისთვის. ჩათვალეთ რო ჩემპ.ლიგის დონისთვის არ სრულიად ლუზერი
ანუ ლონგ რანში, ბეტისთან და ლევანტესთან კი დაიწყებს ვალვერდე 1-0ის ან 2-0ის ჩასვარკებას და იქ გრიზმანი იდეალურია
მაგრამ როცა მთავარი პლეი-ოფები დაიწყება და იქ გრიზმანი დაიწყებს ბურთის კონტროლს მაშინ როცა შესატევია, იმ დროს გაიხსენებთ ამ პოსტს
This post has been edited by Skinheada on 13 Jun 2019, 02:09