იოვიჩის ტიპის თავდამსხმელი აუცილებელია გუნდში. ბენზემა გადაგვარდა რონის ზეობის პონტში და მაგიტომ ვერ ასრულებს ,,მკვლელის'' ფუნქციებს უმეტეს შეხვედრებში (ატლეტიკოსთან და გამონათებებს არ ვგულისხმობ).
დღეს იოვიჩის ფუნქციებს ვერავინ შეასრულებს. ასენსიოსაც გაუჭირდა, რამოდენიმეჯერ როცა დააყენეს ცენტრად.
მოკლედ, დაველოდოთ, როდის ინებებს იოვიჩი მასზე გაცემული ავანსების გამართლებას

ზოგადად, რონალდოს პერიოდში თუ ვინმე ვარსკვლავმა არ გაამართლა, ეგ საპატიო მიზეზია, ბოლობოლო 4 ლიგა მოგვაგებინა !
აწი ვნახოთ, ზიდანთან ყველას ექნება შანსი თავის გამოჩენის.
ხამესს ზიდანი ვერ იყენებდა რონალდოზე მორგებული ტაქტიკის გამო. ეხლა ვნახოთ ვინ დასჭირდება და როგორ გამოიყენებს..
ვინმემ მითხარით რო ნაჩო და ბენზემა ბრეჟნევივით არ დაბერდება გუნდში