ძალიან, ძალიან გამიკვირდება თუ დარღვევა დაადგინა
შეჩერებაც უპრეცედენტო იყო და ამ დონემდე თუ წავლენ არ ვიცი
ჩუგოშვილის და ვოლსკის კმაყოფილი ტონი საწინააღმდეგოზე მიუთითებს ნამდვილად
თუმცა ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, იმდენი პრეცედენტული დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა (მერაბიშვილი, იდენტობა, გირგვლიანი, ერთის გვარს ვერ ვიხსენებ კიდევ ;დ) რომ არ გამიკვირდება, კიდევ ერთი უნიკალური პრეცედენტი შევმატოთ ევროპულ სამართალს.
მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე მუხლებზე საქართველო უკვე სერიოზულად ცნობილია, მეათესაც მივამატებთ და ეგ იქნება :დ
ერთი რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ რუსთავი ორის საქმე არც სტრასბურგისთვის იქნება წმინდად სამართლებრივი
გაფრთხილება და პოლიტიკური მესიჯი იქნება მმართველი გუნდისთვის, რომ აქამდე ნათქვამი ვერ გაიგეს წესიერად
ამიტომ რეალურად დავა ეხლა იმაზე მიმდინარეობს, დაუმტკიცებს თუ არა მმართველი გუნდი სტრასბურგს, რომ ქვეყანა ვართ და არა ბოსელი
რ2-ის საქმეზე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება რომ გამოიტანა ჩვენმა უზენაესმა, მაგიტომ იყო წულუკიანის მოადგილე (ახლა რომ ოპოზიციონერობს :დ) სტრასბურგში უკვე ჩაფრენილი და არსებული სიტუაციის ახსნას ცდილობდა
წულუკიანს არც ჩაესვლება იქ და აკი არც ჩასულა დიდი ხანია, არადა, მუშაობდა ელემენტარულად და პირველი იურისტი იყო
აი თუ გაუშვა მოწმენდილ ცაზე მეხი და დაადგინა დარღვევა, ეგ იქნება საინტერესო
მერე ნახეთ, გამოეყრებიან ინგლისურის მცოდნე ოცნების დეპუტატები და დაიწყებენ იმის ახსნას, თუ რატომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რ2 ყარამანიშვილებს ეკუთვნით

მაგრამ თუ პირქიით მოხდა, აბსოლუტურად არ ამოიღებენ ხმას იმაზე, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ რ2 ხალვაშს ეკუთვნის

რეალურად მოსაჯმელი მანდ ურთმელიძემ მოჯვა და უზენაესმა ისეთი საძაგლობა იკადრა მანდ, ჩემთვის ერთ დროს N1 ლექტორს არასოდეს ვაპატიებ
თავს ვერ უნდა სწევდეს მაღლა, მართლა.
არც მინახავს პრინციპში მაგის მერე გამოჩენილი
ზის ალბათ თავის ბოსტანში (literally

) და უვლის
საბოლოო ჯამში კი რ2-ის ნამდვილი მფლობელები დვალი და აქიმიძე არიან
ოცნებას შეეძლო დაებრუნებინა კომპანია ამ ორი ადამიანისთვის
შეხვედრილიც ვარ მათთან, მათ ადვოკატთანაც, ბარათაშვილმა მთელი მასალაც გადმომცა, რაც ჰქონდა
შეგროვებული აქვს პროკურატურას საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ არაერთ პირს (მათ შორის ოქრუაშვილსაც) ბრალი წარედგინოს
მაგრამ ეს გამოიწვევს რ2-ის დვალისთვის და აქიმიძისთვის და არა ხალვაშIსთვის დაბრუნებას
2015-მდე ეგრეც მიდიოდა საქმე, მერე გაყინეს ეგ პროექტი და ხალვაშზე გადაერთვნენ
დვალი მართლა ისეთი კაცია, ალალი და პატიოსანი, არ ენდნენ ეტყობა და ნაცნობი ჩათლახი არჩიეს
(სასამართლოშიც ანალოგიურად შეიცვალა მაშინ მოვლენები, ავგიას თავლის გასუფთავებას მურუსიძესთან კონტრაქტის დადება და მაგ შპანის წევრების უვადოდ დანიშვნა არჩიეს)
გაირკვევა ნელ-ნელა ბევრი რამე