გასაგებია რომ ბევრი ზღაპარი და უზუსტობაა ისტორიაში, განსაკუთრებით ალბათ ისეთ ქვეყნებში, სადაც ხშირი ომების გამო ნადგურდებოდა ის მასალა, რომელიც დაეხმარებოდა შემდგომ მკვლევარებს სინამდვილესთან ახლოს მყოფი სურათის დახატვაში.
სამწუხაროდ ჩვენც ესეთი ქვეყანა ვართ,
ნაკლები "დოკუმენტაციით" და მეტი წილი ლეგენდებით
თორემ აგერ დასავლეთის ქვეყნებში, იმდენად დეტალური მასალები აქვთ ყველა სფეროში,
ამერიკაში ლამის მეიფლაურის ეკიპაჟამდე შეუძლიათ თავისი წინაპრების კვალის ნახვა
პლიუს რა თქმა უნდა შეცდომა და გულუბრყვილობაა რაც ბევრმა დაწერა, რომ აი წერდა ვიღაც ბაბუ ზღაპრებს მე-10 საუკუნეში და მაგას ეფუძნება მთელი ისტორია

ნუ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება რაღაც დოზით ასეცაა, მაგრამ რომ იცოდეთ მაინც, წერილობითის გარდა მასზე მნიშვნელოვანი სხვა წყაროებიც აქვს ისტორიას.
პლიუს ამ წერილობითი წყაროების კრიტიკული ანალიზიც არსებობს.(ჩვენთან თუ მოიკოჭლებს ეგ პუნქტი, არ ნიშნავს რომ სხვაგანაც ასეა:დ)
ეხლა რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა აზრი წარსულში ქექვას და იმათ ცხოვრების შესწვლას, ვისაც თბილისიდან ქუთაისამდე ჩასასვლელად 1 კვირა ჭირდებოდა
ანუ რატოა საჭირო ისტორიის ზედაპირულად ცოდნა.(სიღრმისეულად, ეგ უკვე ისტორიკოსების საქმეა)
ნუ მთავარი მიზეზი, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და იმის გაცნობიერებაა რატომ ვართ ახლა იქ სადაც ვართ და არ ვართ სხვაგან ან სხვანაირად.
შეცდომების ანალიზი - ის რისთვისაც ჩემი აზრით ღირს ამ სფეროსთვის ყურადღების მიქცევა. (და არა გულზე ხელის რტყმით იმის ყვირილი, რომ 1 ქართველი 20 თურქს და 15 ირანელს ერეოდა

)
შეცდომები კი ეხლაც იგივეა, იმიტომ რომ ადამიანები დიდად არ იცვლებიან რაღაც-რაღაცებში

ფეოდალების ადგილი პოლიტიკოსებმა დაიკავეს უბრალოდ, რომლებიც ადრინდელივით მზად არიან ძალაუფლებისთვის გახლიჩონ ქვეყანა და საზოგადოება დაუპირისპირონ ერთმანერთს.