მოკლედ დავიწყებ ჩემი მოსაზრებების ნელ-ნელა ჩამოყალიბებას.
პირველ რიგში, აი ასეთი თამაშებს რომ ვიგებთ, ხუედიოსას თქმის არ იყოს, ეგა ყველაზე დიდი გამარჯვება. იდეალურად არა ჯერ სისტემა აწყობილი,მაგრამ კონტურები იკვეთება და დროსთან ერთად ყველა ის ხარვეზი რაც არის გამოსწორდება.
რაც შეეხება გუნდის სისტემას - რა შედარება სეზონის დასაწყისთან. იგრძნობა დაცვაში სიმყარე და ფლანგის მცველებიც რომ "გამოჩნდნე " ადკევატური ხალხი ესეც მახარებს. ცხადია, არა ამ სისტემაში აზპი-ალონსოს ადგილი. ემერსონი-ჯეიმსი არიან ფლანგის კალიბრის მცველები.
მაუნტი ბრავო - აი, რატომ ვამბობ ახლა ამას. არვიცი აკვირდებით თუ არა, მაგრამ ტიპი რას მოძრაობს, დარბის, აპრესინგებს, ბრძოლობს წვალობს. ე.წ "უხილავი" როლის ფუნქციას ასრულებს გუნდში.
აბრაჰამში მომწონს ის, რომ არა ბაჩუკისავით ღორი, თავზეც კარგად იღებს ბურთს და ჰაი კლასის შემსრულებელია, მაგრამ გარდა ამისა ძალიან კარგად ეხმარება დაცვას მომენტებში. არ ეზარება, ჩამოყვება, აართმევს, შეუშლის ხელს.
ძლივს კანტე ვნახეთ იმ პოზიციაზე, რომელიც მაგისია. მაგის საქმე შეტევები არა . აი, აქ უნდა იყოს სადაც არის. ჩაშალოს შეტევები და ეჯაჯგუროს შემტევებს.
პულიზე რა უნდა ვთქვა, ცოცხალი ფეხბურთელია, სხარტი, ბურთსაც კარგად იჭერს, ატყუებს, აჩქარება უთესლესი. ყველაფერი აქ რო ტოპი დადგეს.
ვილიანსაც ყოჩაღ, კარგი იყო დღეს, რა უნდა ვთქვათ. ასე თუ გააგრძელა კი არ გვეხალისება აქ მაგის გინება
ზუმა რა სოლიდური გახდა. რა პადკატებს აკეთებს ხოლმე
მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით..... ამ გუნდს ზამთარში არ სჭირდება არავინ - გარდა ჩილველისა თუ მაგის პრასვეტი იქნა, თუ არად ზაფხულში მოვიდეს.
მოიხოდოს ახლა ლოფტუსა და უმაგრესი კონკურენცია იქნება ნახევარდაცვაში.
გილმორაა რა მაგარი კაცია

რამხელა მოტივაცია ყველასთვის იკაიფეთ, თვითონ აკადემიაში ამ ყველაფერს რომ უყურებენ.
ფრენკი