დაბრუნდნენ ბიჭები. კარგ ხასიათზე არიან. უნდა მოიგონ კვირას.

ჰარვი ელიოტის შემთხვევაა დასაფასებელი. ამ ბიჭზე, როგორც ვუნდერკინდზე მანამდეც მქონდა გაგებული, სანამ ლივერპულს დაუკავშირებდნენ. თამაშობდა ფულჰემში, სადაც სხვა ინგლიისური კლუბებისგან განსხვავებით ახალგაზრდებს დროს აძლევენ. იქ სესენიონი თამაშობს 16 წლიდან. ესეც უკვე ათამაშეს.
მისი კარიერისთვის ლოგიკურად უფრო გონივრული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ფულჰემში დარჩენა. ვიდრე წამოსვლა ლივერპულში სადაც სალაჰის ბექაფად შაქირია, იქ უილსონი, ოჯო, კენტი. რამდენ ახალგაზრდას უნდა ძირითად გუნდში მოხვედრა.
მაგრამ მაინც ლივერპულში მოვიდა. ამის ახსნა შეიძლება იყოს საკუთარი თავის რწმენა და ნამდვილი სქაუზერობა, ლივერპულის ერთგულება და სიყვარული. მისი ტექნიკური სქილების მიღმა ეს მომენტია ცალკე დასაფასებელი. იმედია კარგად განვითარდება და მიეცემა შანსი. ლივერპულში ასეთი თავდადებული მოთამაშეები უნდა თამაშობდნენ. ელიოტი ლონდონშია დაბადებული, მერე სადღაც 10 წლისა გადმოვიდა ლივერპულში. მოკლედ ღრმა ბავშვობიდან ლივერპულელია.
ამ ფოტოში ლივერპულის 2009 წლის ფორმა აცვია და რა პატარაა. თითქოს არ გასულა დიდი დრო. 2003 წელს დაბადებულმა ბავშვმა უკვე პრემიერ ლიგა ითამაშა.
komateკენტზე უსიამოვნოდ მჩება, რომ ცოტა უსამართლოდ მოექცნენ, ერთი შანსიც რომ არ მიეცა. იქნებ როგორი თავდადებით თამაშობდა და გამომდგარიყო ბექაფად
უილსონისთვის კარგი იქნება დორტმუნდი. საერთოდ რაც უფრო მეტ ახალგაზრდა გაუშვებენ ბუნდესლიგაში, ფაქტია იქ უკეთესად ვითარდებიან. დორტმუნდმა კი იყიდა ბევრი შემტევი.. მაგრამ ძირითადად ცენტრში და მარცხენა ვინგერები. მარჯვენა ვინგერად მგონი მარტო სანჩო ჰყავთ.
This post has been edited by rati nwt on 30 Jul 2019, 16:34