ოოოო, ბიძია ბაბუა მანდ ბევრი რამის გათვალისწიბაა საჭირო (ჩემის მოკლე ჭკუით)
1) ფასი: ბრუნო 55€ მლნ. vs ჯეიმსი 45€ მლნ.
ეს ფასები უბრალოდ სატრანსფერო ორიენტირია თორემ რა თქმა უნდა ბოლო ფასი გაცილებით მაღალი იქნება (ჩვენს შემთხვევაში 2-2,5 ჯერ მეტი რა თქმა უნდა)
2) ასაკი: ბრუნო 25 vs ჯეიმსი 22
ვითომ ეხლა "დიდი არაფერი" 3 წელი, მაგრამ როდესაც გუნდს ალაგებ გრძელვადიანი პერსპექტივით (და ოლე ამას ზუსტად ამ გათვლით აკეთებს) ეგ შენი 3 წელი საბოლოო ჯამში ამინდს შექმნის.
3) ბრიტანული პასპორტი: ბრუნო "არა" vs ჯეიმსი "კი"
ეხლა ტრენდია მანჩესტერში ორიენტირი აიღონ ანგლო-საქსურ ტომების შთამომავლებზე რომლებსაც ბრიტანული პასპორტი აქვთ. ამის წინააღმდეგი სიმართლე გითხრა მე, როგორც ბრიტანული ფეხბურთის მოყვარული, არ ვარ, მაგრამ ვისთვის როგორ 50/50 რა, მწვრთნელის მუღამზეა დამოკიდებული....
ეგ ალბათ რატომ ხდება, თავის დროზე ინგლისის ნაკრების თამაშის სტილი გარკვეულიწილად გამომდინარეობდა აპლ-ის გრანდების სტილიდან, სადაც მანჩესტერს ლომის წილი ეკავა, წარმოდგინეთ ფერგის მანჩესტერი ხერხემალი იყო მთელი ნაკრების, ეხლა ეგ წილი ყველაზე მინიმალური ან ფაქტრიურად აღარ არსებობს, რაც ალბათ მიუღებელია დღევანდელი წითლების ეშმაკების მენეჯმენტისთვის, ან უბრალოდ *ლეზე კიდიათ ეს ყველაფერი, შევე*ით ნაკრებსო ამბობენ და ეს ყველაფერი რომ მათ თავმოყვარეობაზე ურტყავს მარტო მე მგონია ასე და მეტი არავის, რაც მთავარია კომერციულად პროექტი სახელად "მანჩესტერ იუნაიტედი" ხომ მომგებიანია ....
და ბოლოს რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია
4) რამდენად მოერგება მწვრთნელის თამაშის სტილს ესა თუ ის მოთამაშე
შეიძლება იგროკი ტოპი იყოს, მაგრამ მწვრთნელის სქემაში ვერ ჯდებოდეს თვალსაჩინოებისთივს (სანჩესზე არ მაქვს საუბარი. მაგის დედას *ევეცი მე) სანე-გუარდიოლა-სილვას მაგალითიც კმარა.
ასე რომ მარტო დაძახება მოდი ეს ჯობია ამასო არაა საკმარისი საფუძველი