ხშირ შემთხვევაში პატივცემულ ლევანს ახასიათებს პოსტები, სადაც ლივერისკენ ცდილობს ასე ვთქვათ - "მთელი საბნის გადაქაჩვას" ფეხბურთის ისტორიის ჭრილში, რაც ღიმილის მომგვრელია

მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება დავეთანხმოთ..
ბარსა ვს რეალში რამდენიმე თამაშის შემდეგ უკვე აშკარა იყო პეპის უპირატესობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ რეალი ჯერ ერთი მეორე ნომრად თამაშობდა და პლიუს ამას ესენი 5-0-ებს და რაღაცეებს
უგებდნენ ანუ ყველა ფრონტზე აჯობეს იმ წლებში.. ლიგის ნახევარფინალი მესის დრიბლით და ა.შ ეგ კი არა დღემდე კლასიკოში დომინანტია ბარსა, რავი სტატისტიკა არ მინახავს მაგრამ წესით მეტი მოგება აქვთ 2009 წლის შემდეგ..
ხოდა აქ ცოტა სხვა ამბავი გვაქვს.. არამარტო თანაბარია თამაშის ხარისხი და აშკარა უპირატესობას ვერავინ ფლობს, არამედ ტიტულების განაწილებაც თანაბარია და თუ კლოპოს ორჯერ ზედიზედ ლიგის ფინალის დადება ამშვიდებს,
გუარდიოლა თავის მხრივ ზედიზედ ორ სეზონში PL-ს დადებას მიიჩნევს ამის საპირწონედ და მომდევნო სეზონებიც წინაა ამ დანაკლისების შესავსებად.. პლიუს რომ ჩავხედოთ ერთმანეთში შეხვედრებს, სადღაც 16-17 თამაშიდან თითქმის
თანაბრადაა საქმე და კლოპო 1 მოგებით უსწრებს, ანუ ისე დაჯდა რომ შემადგენლობების და მწვრთნელების თონე თითქის თანაბარია და წინასწარ მხოლოდ ის იცი, რომ დაძაბული თამაშI გელოდება - სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ნუ ახლა დღევანდელ თამაშში სიტის იმდენი KEY ფეხბურთელი აკლია რომ შეიძლება პროგნოზი რაღაცეების - ნეიტრალური გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ზოგადად ეგრეა.. დღეს ამათ აკლიათ, ხვალ შეიძლება იმათ დააკლდეთ..
თორემ ახლა მე მახსოვს ჰიცფელდი - დელბოსკეს დაპირისპირებები, ლიპი - დელბოსკე და ა.შ, მაგრამ სადღაც 15 წელია ამ მასშტაბის არ მინახავს ეი ყველა კუთხით თანაბრად როცა იყო საქმე..
აი იმ რეალს რომ კლოპო ჰყოლოდა, მართლა ყველა დროის იქნებოდა და არა ამ შემთხვევაში.. აქ ფეხბურთელების ხარისხი 1 ლეველით ქვემოთაა
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი