დავიდ ვილია იმიტომ გაუგრძელდათ რომ ფერგიუსონს ეძებენ და სისტემას არ ცვლიან
მოიესი "ახალი ფერგიუსონი" ეგონათ, მერე ლუი, მერე ჟოზე და თავისთავად სულშერიც.
არადა ახალი ფერგიუსონი აღარ დაიბადება, სისტემის მოდერნიზებით კიდევ - საშუალო დონის მწვრთნელითაც შეიძლება ფონს გასვლა.
დღეს კლუბში მMთავარი კაცია სპორტული დირექტორი. აი მონჩი, ბეგირისტიანი, მაროტა და ვიღაცეები ალაგებენ სტრატეგიას დეკადების ჭრილში.
ანუ სტილი როგორი იქნება, სატრანსფერო პოლისი, გუნდში პალაჯენიე, ასაკის გადანაწილება, კაპიტნების სისტემა და ამის შემდეგ მოჰყავთ უკვე მენეჯერი
რომელსაც საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვს და ბევრი არაფერი ევალება..
მთავარი არქიტექტორი სპორტული დირექტორია. ხოდა ეგ თუ არ გყავს ან გყავს და ###ა, ძალიან დიდ ფორას აძლევ მეტოქეებს.
აი მაგალითად ახლა პოგბას და ლუკაკუს და მსგავს "ცირკაჩ" ტიპებს ბეგირისტიანი არ იყიდის სიტიში - "ჯარისკაცა" ტიპები უნდა.
ეგ კი არა, დღემდე გლოვობენ მენდის ტრანსფერს - მის აქტივობებს სოციალურ მედიაში არ მივაქციეთ ყურადღება როცა ვყიდულობდით და რა ###ობა ვქენითო..
რაღაც გაგებით ###ობაა მაგრამ ეგაა დღევანდელი ფეხბურთი.. მაგალითად მარადონას მსგავს ფიგურას - ბევრი გრანდი უბრალოდ არ აიყვანდა ან იგივე გასკოინს და ა.შ
ბეისბოლის მოდელია დღეს ფეხბურთშიც.. მანიბოლის მაგალითზე მენეჯერზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა სპორტულ დირექტორს აქვს
აგერ - განხილვაა და სულ ###ზე კიდიათ მენეჯერის აზრი, თავისთვის ჭუკჭუკებენ..
VIDEO This post has been edited by DATOIA on 29 Nov 2019, 15:18