რავი, მე პირადად გაქრობას ისევ ჯოჯოხეთი მირჩევნია ანუ სიკვდილის შიშI სამუდამოდ გაქრობის შიშია, ღმერთი და განკითხვა ნაკლებად საშიში პროცესია,
თუ მარადიულად იტანჯები ამავდროულად არსებობ კიდეც.. ადამიანი კიდევ, რომელიც დედამიწაზე ტანჯვის ფაზებსაც გადის მზადაა რა ჯოჯოხეთისთვისაც ასე თუ ისე,
ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად
ისე მიფიქრია სამოთხე / ჯოჯოხეთზე და ეგ უფრო ადამიანის მოფიქრებულს ჰგავს, თან მუსულმანების 40 ქალიშვილს და რაღაც ლეგენდებს დავუმატებთ..
საბოლოოდ ყველა რელიგიის ექსკლუზივი და სერვისი -> მუდმივი სიცოცხლეა, გამოაკელი ნებისმიმერ რელიგიას ეგ მომენტი და დამთავრებული ამბავია, მარტო იდეოლოგია არავის სჭირდება..
ჯოჯოხეთი კიდევ სამუდამო გაქრობის შიშთან შედარებით მაინც კარგ პონტად შეიძლება მივიჩნიოთ.. ეგ იგივეა სიკვდილმისჯილს სამუდამოდ ციხეში გამოკეტვასა
და დახვრეტას შორის არჩევანი გააკეთებინო, რაც არ უნდა იყოს სიცოცხლე მაინც ტკბილია და შესაბამისად არსებობაც, თუნდაც ციხის 4 კედელში.. იდიოტშია კარგადაა
გადმოტანილი სიკვდილმისჯილის ბოლო განცდები და რთულია არ დაეთანხმო.. იგივეს ვიტყოდი სამუდამო გაქრობასა და ჯოჯოხეთხზე

ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი სამოთხეზე საერთოდ არ ფიქრობს, შეიძლება ერთეულები, მაგრამ ჩემი აზრით უმრავლესობა ჯოჯოხეთს უფრო რეალისტურ destination-ად მიიჩნევს და
დიდად არც განიცდის ამას, იმიტომ რომ მისთვის მთავარია სერვისი -> მარადიული სიცოცხლე და არა მარადიული luxury სიცოცხლე

ღმერთის და განკითხვის შიში რომ ჰქონდეთ
ბევრი მართლა მარტვილობაში და ბერობაში გაატარებდა მთელს სიცოცხლეს, ჩემი ჩათვლით...
აი ვთქვათ სიტყვაზე ქრისტიანობას რომ ჰქონდეს ეგეთი მომენტი.. სიკვდილის მერე ყველა ვარიანტში 1000 წელი ჯოჯოხეთი გელის და მერე სამოთხეო,
ეი ამ 1000 წელიწადს ადამიანი სრულად განიბანება და ა.შ-ო, მე არ მგონია რომ ამ ერთი პირობის დამატებით დღევანდელი ქრისტიანების რაოდენობა
იმაზე ნაკლები ყოფილიყო ვიდრე დღესაა..
This post has been edited by DATOIA on 18 Sep 2019, 17:00
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი