მოკლედ ჩემ ცოტა იმედის მომცემ ვარაუდს დავწერ, გრიზმანზე.
იმჰო ბატონი ანუტანის მთავარი პლიუსი არის ე.წ სწორად თამაში. ინიესტას, მოდრიჩის(ამ ორი ფეხბურთელის ერთად ხსენებაზე არ გამომეკიდოთ ეხლა :/) და მსგავსი ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, რომლებმც პრემიერლიგის და იაპონიის ჯი ლიგის საშუალო გუნდებშიც და უმაღლეს ლეველზეც ერთნაირად მნიშვმელვანი არიან გუნდისთვის. მოკლედ არიან ფეხბურთელები რომლებიც შედარებით დაბალ დონეზე
ერთი შეხედვით დაფრინავენ(თესლ სტატებს დებენ და ა.შ

) მაგრამ ტოპ კლასთან ახლოსაც ვერ მიდიან და არიან პირიქით. ჰოდა ჩემი მოკლე ჭკუით გრიზმანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება გარშემო მეტნაკლებად იმ დონეზე ითამაშებს. ამიტომ მაქ იმედი რომ მესის დაბრუნების და გარკვეული, შეთამაშებისთვის საჭირო, დროის გასვლის შემდეგ ძალიან დიდი ძალა იქნება.
ვალვერდეც რო ვერ შეუშლის ხელს ისეთი ვარაუდია

სუარესს რაც შეეხება კიდე, სხვა ცენტრფორვარდი თუ არ მოიყვანეს მაგის გარეშე თამაში მაინც დიდი სისულელე მგონია, გინდა ნეიმარს რონალდო დაამატონ ზემოდან და ისე ამოაცუნცულონ.
სუას ტიპის ფეხბურთელების დონე შემტევებიდან ალბათ ყველაზე ინვარიანტულია გარშემომყოფები ფეხბურთელების დონისგან. ურუგვაიშია, აიაქსში, ლივერში თუ ბარსაში თავის გასაკეთებელსაც და გასაფუჭებელსაც ყველგან გააკეთებს

ცენტრფორვარდის დამატების გარეშე საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს სუარესის ძირითადიდან ამოგდება და ისედაც რაც არ უნდა ფაფხურობდეს დღეს მსოფლიოში, სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ცენტრფორვარდები თუ იქნებიან გუნდისთვის ბატონ ლუისზე უკეთესი.
პ.ს ბეტისთან თამაშს რაც შეეხება, ბატონი კრისტიან ტელიო როგორ მოჯვავს ბლაუგრანას გერბზე ამაზე უფრო დაწვრილებით ზიგი გეტყვით

პ.პ.ს არავის გადაუღუნონ
This post has been edited by gaucho on 20 Aug 2019, 10:00