ყოველთვის ვიკავებდი თავს აქ დამეპოსტა, როგორც სპურსის ფანი, რამე გაღიზიანება რო არ გამომეწვია. სულ ვკითხულობ თქვენ პოსტებს და მომწონს თქვენი ობიექტურობა ყველა საკითხის მიმართ. უმეტესი კლუბის თემებში არ შეისვლება იმენა.
მოკლედ რისი დაწერა მინდა
პოჩეტინო ტოტენჰემისთვის აღარ გამოდგებოდა. იმ ეტაპზეა კლუბი ახლა, როდესაც აუცილებლად ტიტულია მოსაგები. მაქსიმუმ შემდეგ სეზონში თუ არ დაიდო რამე, ისე დაეშვება კლუბი უკან, თითქოს არც ყოფილა ამ დონეზე ამოსული და ახლო წარსულში დიდი წარმატების არქონის გამო ის მოტივაციაც არ იქნება, მოდი ისევ დავბრუნდეთო. რას უნდა დაუბრუნდნენ, ჩელსიზე რო pressure მოახდინეს თუ რეალი რო 3-1 დაიფინეს უემბლიზე. ამიტომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება კლუბში. ლევიმ ეს იცოდა, დამსახურებების მიუხედავად დაიქნია პოჩეტინო და მოიყვანა ისეთი კაცი, როგორიც კლუბს ჭირდებოდა. ტიპი, რომელიც ალბათ ტრენერების სამეულში შედის, რომელსაც 90% გარანტია შეუძლია მოგცეს რო რაღაცას მოგაგებინებს. ამ კლუბში არც ბრ-ს მოყვანა არ შეიძლებოდა, არც ნაგელსმანის, არც ედი ჰაუსი და კაროჩე მასეთი პერსპექტიული მწვრთნელების, რომელსაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ რაღაც და ან დაამტკიცებენ და ან ვერა. მასეთი მწვრთნელები, რომელთა გვერდზეც პოჩეტინოსაც დავაყენებდი, უფრო სხვა კლუბებში გამოდგებიან, ისეთებში, რომლებსაც აქვთ ახლო წარსულში ტიტულების მოგების გამოცდილება, რაღაც პონტში გამარჯვებულის მენტალიტეტით მოძრაობენ და ა.შ.
როდესაც, ამაზე ვლაპარაკობ ყოველთვის კლოპის მაგალითი მომყავს. დორტმუნდში მივიდა, იასნა ვერავინ მოთხოვდა ტიტულებს, მაგრამ დადო, განვითარდა და ვაფშე სხვა ლეველზე გადავიდა. პოჩეტინოც მოვიდა, არავინ თხოვდა ტიტულებს, ახლოს იყო ორჯერ მაგრამ ვერ მოიგო. რომ მოეგო ეგეც ახალ ლეველზე გადავიდოდა და მაგისი გაშვება არ იქნებოდა სწორი.
თქვენ სადღაც შუაში ხართ გაჭედილები, ტოტენჰემსა და გრანდებს შორის. ამ საუკუნეში მოგებული ტიტულების აჩრდილი ისევ აქვს არსენალს და ახლა ისეთ სიტუაციაში იმყოფებით, რომ რაღაცით კი წინ ხართ ტოტენჰემზე, მაგრამ რაღაცით უკან და რითიც უკან ხართ, პირველ რიგში ეგ უნდა აღმოფხვრათ. ამისთვის იდეალური ვარიანტია ბრ, პოჩეტინო (ღმერთმა არ ქნას), ნაგელსმანი, ჟარდიმი, ტენ ჰააგი. ისეთი მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გუნდი მოხოდოს, მაგრამ ტიტულების გარანტიას ვერ მოგცემთ. როცა მოიხოდებიან (ღმერთმა არ ქნას ესეც

) , მერე დრო გაჩვენებთ რა გექნებათ გასაკეთებელი.
იმის თქმა მინდა, რომ გჭირდებათ პოჩეტინოსნაირი მწვრთნელი და არა მოურინიოსნაირი, რომელსაც წნეხი ექნება თავის თავთან და უტიტულოდ ჩაიჯვამს (ასეთია ალეგრი, ანჩელოტი და ა.შ.). ამ არსენალს რაც ახლაა, რამე ნორმალურის მოგება რო არ შეუძლია ჯერ-ჯერობით, ჩემზე კარგად თქვენც იცით. ნუნუ ესპირიტოებს და არტეტებს არ ვისურვებდი თქვენ ადგილზე, იმენა არაფერი არ აქვთ გაკეთებული, პერსპექტიულადაც არ მიმაჩნია და საშიში ექსპერიმენტი იქნებოდა.