გუშინ სამივე ერთად თამაშობდა ერთი პერიოდი.
ისე რატომღაც მგონია რომ სარი ბუძი/იგუ/დიბის ტრიოს არ ათამაშებს ერთად უბრალო იმ მიზეზის გამო რომ გარკვეული კოზირები უნდა ხელშ ეჭიროს სერიოზული თამაშებისთვის.
ეხლავე რომ ყველა კომბინაცია დაფქვას მერე ადვილად დაუგეგმავენ სტრატეგიას. ცოტა სეკრეტებს ინახავს რა

აი 1/4 1/2-ში რომ უნდა გამოიყენო ლიგაზე ეგეთი თამაშებისთვის.
უფრო მეტსაც ვიტყვი, რა თქმა უნდა ინტერთან თამაშით არ იზომება გუნდის სიძლიერე მაგრამ გუშინ მომეჩვენა რომ, როცა უნდოდათ მაშინ უმატებდნენ და აგდებდნენ ტემპს, ანუ ვერ ვიტყვი სახე გავიხიეთ და ისე მოვიგეთ თქო.
მომენტებიც ოხრად იყო. თუნდაც ძელის მომენტი, ეგ გოლი რომ გასულიყო 15 წუთში 2-0, მერე არავინ იცის როგორ წავიდოდა თამაში.
როგორც კი კომბინაციურ თამაშს ვაკეთებდით ეგრევე მომენტები იჩითებოდა.
ანუ ცოტა შეთამაშება-შეწყობა აკლია შემადგენლობას და ძალიან მაგარ თამაშს ითამაშებენ.
ეს 4-3-3 არ მუშაობს და 4-3-1-2 ბევრად მაგრად გვიჭირავს ცენტრი, დაჟე 4-4-2-ზეც და ეს ატლეტიკოსთანაც გამოჩნდა და გუშინაც.
1) შჩესნი - გუშინ ბეწვზე გადავრჩით ისეთი მიქარა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ სეზონიდან ამოვარდნილია. საშუალო დონეს დებს რა.
2) სანდრო - აშკარად კარგად უწყობს უფრო ბუძის, მატუიდი რომ ცოტა უფრო კლასნი იყოს ბურთის ფლობა/დამუშავებაში დედის მკვლელ მარცხენა ტრიოს დადებდნენ.
3) დე ლიხტი - უკომენტაროდ
4) ბონუჩი - ამას ყვერები გაეზარდა თუ რა ხდება არ ვიცი მაგრამ წელს აშკარად თვითრწმენა დაუბრუნდა და კლასს დებს
5) კვადრადო - ამას ყველაზე ძაან ვერ ვიტანდი მაგრამ აშკარად სწორ პოზიციაზე დგას ჩემი აზრით. იმენა როცა საჭიროა კრეატივსაც რთავს და ისე რომ მისგან არც ელოდება მოწინააღმდეგე და ეგ გუშინაც გამოჩნდა. ვერც იმას ვიტყვი დეშილიოზე სუსტია დაცვაში თქო. ისე სიმართლე გამხელილი სჯობს, მე ლიჩნად ვფიქრობ კანსელოს ჯობია საერთო ჯამში.
6) პიანიჩი - კაცი მაესტრო, კაცი ტვინი
7)ხედირა - 60-65 წუთის სტაბილური მოთამაშე. ბენტა - არაუშავს რა, რაბიოს კი ჯობია ჯერ ჯერობით
8) მატუ- დარვინის მიხედვით მაიმუნი იყო მისი წინაპარი. თუმცა იქნებ ამასაც ეშველოს რამე
9) დიბი - აშკარად გაბენჩვამ უშველა და არგო წამალმა, წელს 1000% მოტივაციით უბერავს და ბუძისთან ერთად აშკარად ეფექტურია ძალიან
10) იგუ - ეს დიდად არ მევასება მაგრამ ცფ-ზე სტაბილურია ჯერ-ჯერობით და არ მაზავს
11) ბუძი - ამას აშკარად ტვინი შეუცვალეს(პოზიცია/მენტალობა), უფრო გუნდური ტიპი გახდა, პლაიმეიკერობას უფრო აწვება ვიდრე სხვა კომპონენტებს. უნდა ერთი შეხებით თამაში მაგრამ მატუიდი ჯერ ვერ ყვება ტემპში. აშკარად აჭრილია წელს საჯარიმოს შიგნიდან შესრულების მხრივ. იმედია დალაგდება სანაკრებოების მერე და გაისწორებს მიზანს.
ბერნა - ეს არის ერთ დონეზე ჩარჩენილი გაფლოპებული პოტენციური ვარკსვლავი. აი რომ ვეღარ განვითარდება ეგეთი რა. ცოტა მეეჭვება იუვეს დონის იყოს.
სარი - 4-3-3-ზე თუ არ შეიკიკინებს კარგ ფეხბურთს გვანახებს დარწმუნებული ვარ. აი მაღალი პრესინგით, კომბინაციებით და საკაიფო როტაციებით.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.