პატარა შემაჯამებელი.
კარგად ითამაშა გუნდმა, ყველას დიდი მოტივაცია და მონდომება ეტყობოდა, რაც კონტეს დამსახურებაა, უდაოდ.
თუმცა იყო ლაფსუსები და გასაგებია, სეზონის დასაწყისია, შეთამაშება არ არის ჯერ ისეთი როგორიც საჭიროა და მოთამაშეების ფორმაც.
დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ბევრი მომენტი შეჰქმნა ლეჩემ, ისე ლეჩეზეც უნდა აღინიშნოს რომ კარგი გუნდია, სწრაფი, ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, ბევრს გაამწარებს ეგ გუნდი, ნუ მილანს მაინც.

დაცვის ასეთი თამაში გასაგებია, დე ვრეი და გოდინი გვაკლდა. დე ვრეი ძირითადის კაცია და გოდინი ვინ არის და რა შეუძლია მგონი ამის დაწერა არაა საჭირო.
შკრინიარი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ცენტრალური დაცვის სამი კაციდან ყველაზე სუსტი ეგ იყო დღეს.
ასამოა ამწვავებდა, კარგად იხსნებოდა, ნორმალურად ითამაშა, მაგრამ შემტევი რომ არ არის ეტყობა და რიგ მომენტებში უკეთ შეეძლო თამაში.
კანდრევამ დადო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რაც ინტერშია. დაცვაში მაგრად ითამაშა, სულ ამწვავებდა, კარგად აპრესინგებდა, საპირისპირო ფლანგზე კარგად გადაჰქონდა ბურთი, პირველი გოლიც მისი გადაცემიდან დაიწყო და შეიქმნა.
ნახევარდაცვა ძალიან მობილურია, სენსი არ მეგონა ასეთი კარგი თუ იყო, ტიპს აქვს მონაცემები, ყველანაირი. სისწრაფე, ტექნიკა, შეუძლია ბურთის თრევა, სინაგლეც აქვს, საკუთარ თავზე თამაშის აღების უნარი. ართმევაც უვარგა და პასიც არ დაეწუნება, მოკლედ, დიდი პლიუსი ამ ბიჭს.
დამბროზიო და რანოკია - კარგად შეასრულეს საქმე, განსაკუთრებით დამბროზიომ.
ლუკაკუ - პირველი თამაშია და ბევრის დაწერა არც ღირს. ეტყობა რო დრიბლინგი აქვს, ფიზიკურად მხეცია და ბურთს მარტივად ვერ აართმევენ. დღეს ნაკლებად იღებდა საკუთარ თავზე, გაიტანს ეგ ბიჭი ბლომად.
ორი რამ არ მომეწონა დღეს.
პირველი: ვესინო - ამოვარდნილი იყო, როგორც ყოველთვის. არც ცოცხლებშია და არც მკვდრებში. ეგ არის სკამის მოთამაშე, შეცვლაზე შემოვა, კარგ მატჩს დადებს, მნიშვნელოვან გოლს გაიტანს, მორჩა.
ლაუტარო - ამწვავებდა და კარგად იხსნებოდა, მაგრამ უნდა გაეტანა, არ ეპატიება ასეთი ცუდი რეალიზაცია. უიღბლობას დავაბრალოთ.
და მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ჩემი აზრით, ბროზოვიჩი.
Marcelo Brozović's game by numbers vs. Lecce:
130 touches (most)
102 passes (most)
92% pass accuracy
5 take-ons
4 shots
3 interceptions (most)
3 tackles made (most)
2 chances created
1 goal
ყველგან იყო ტიპი, დარრწმუნებული ვარ ყველაზე მეტი დისტანცია დაფარა. ყველა შეტევა მისით იწყებოდა და ართმევაშიც მაგარი იყო.
მოკლედ, შარშან და შარშანწინ ხო მართლა კარგად ითამაშა, მაგრამ ვეჭვობ კონტეს ხელში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
სამი რაღაც რაც შეცვლის გუნდს და უფრო გააძლიერებს.
1. იკარდის გუნდთან დაბრუნება. რაც არ უნდა აგინოთ, იკარდი არის მაგარი შემსრულებელი და დიდი ძალა.
2. სანჩესის ტრანსფერი - უკომენტაროდ.
3. გოდინის დაბრუნება, დე ვრეი. ლაზაროს და ბირაგის საქმეში ნახვა, იქნებ გაამართლონ.
This post has been edited by weasel on 27 Aug 2019, 01:33