LorenZვეშვები რონალდოს, ერთი რაღაც ვერ გავიგე ოღონდ - ალბათ მე მესმის ფეხბურთი სხვანაირად, ანუ პირველ იარ ხარ, ბევრი ამბობს რო რამოსი იმ ფინალის და ნახევარფინალების გადამწყვეტი გოლების გამო უფრო იმსახურებდა ოქროს ბურთს, ვიდრე ვანდაიკიო,
ხოდა მაგრა მიკვირს ეგ მიდგომა, ჩემთვის - მცველი ფასდება თავის პირდაპირი მოვალეობით, ანუ დაცვით! და არა გოლების გატანით, თუნდაც ეგ გოლი ჩემპიონთა თასის მოტანი იყოს.
რახან რამოსმა გადამწყვეტები შეაგდო 2-3 თამაშში, ეს არ ნიშნავს მთლიან სეზონში თავის საქმე პირნატლად შეასრულა, იმის ფონზე, რო მის გუნდში მყოფი ფორვარდი 50 გოლს იტანს მაგ სეზონში, ანუ თავის საქმეს გადაჭარბებით ასრულებს.
ცნობისთვის, მაგ სეზონში, ანუ 2014 ში რეალმა 38 გოლი გაუშვა, ხოლო წელს ლივერპულმა 22, ხო არი სხვაობა? ( შიდა ჩემპს ვგულისხმობ ორივეგან )
ხოდა კიდე უკეთესს გეტყვი, ადრე მაქვს დიდი კვლევა ჩატარებული იმაზე, თუ რატო იგებდა ბარსა ყოველ წელს ლა ლიგას, მაშინ როცა გოლები ერთნაირად გაქონდათ მესი და რონალდოს ;დ ( და ზოგადად გუნდებს )
ნუ ერთერთი მიზეზი ის იყო, რო კლასიკოებს უფრო მეტს იგებდა ბარსელონა, მარა ეგ ზედაპირულად და დეტალებში კიდე სხვა რამეშია საქმე, კერძოდ:
ის 9 წელი, ანუ მესე და კრ რო ერთ ჩემპში იყვნენ საშუალოდ ლა ლიგის 1 სეზონში :
რეალი იტანდა - 106 გოლს
ბარსაც - 106 ს
რეალი უშვებდა - 37 ! გოლს
ბარსა - 29 -ს .
აი რაშია საქმე - რეალი ყოველთვის გამოირჩეოდა გოლების გაშვების რეკორდული რაოდენობით , ანუ ცუდი დაცვით და მაგას აბათილებდა სუპერ შემტევი პოტენციალი მარტო, მარა იმ დონეზე მაიცნ ვერა ,რო იგივე და ზოგჯერ უკეთესი შეტევის მქონე ბარსასთვის კონკურენტობა გაეწია, იმიტო რო სეზონში საშუალოდ 7-8 გოლით მეტს უშვებდა !
ხოდა რიჟა ბაზარია, რამოსს რატო არ აქვს მოგებული ოქროს ბურთიო.
რამოსი იყო და არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და მსოფლიოს ცოცხალი ლეგენდა უკვე, მარა როგორც იმენა მცველს არასდროს ქონია ისეთი გამორჩეული სეზონი, რო თავისივე გუნდში მოთამაშე თავდამსხმელის არანორმალური შედეგებისთვის ეჯობნა.
და რომც ,მომხდარიყო ეგრე, ანუ რამოსს სულ რო სასწაულები ეკეთებინა, გუნდში ყავდა სტაბილურად 50-60 გოლიანი რონალდო და იასნია ის მოიგებდა ყველაი ნდივიდუალურ ჯილდოს, იმიტო რო გუნდურ ტიტულებს ორივე იგებდა.
ანალოგიურად წელს - მესი და ვანდაიკი ერთ გუნდში რო ყოფილიყვნენ, ვირჯილი საერთოდ ვის გაახსენდებოდა, როცა 50 გოლიანი მესი იქნებოდა თასმოგებული

მარა ამ უკანასკნელ შემთხვევაში მაინც - როცა გუნდი მხოლოდ 20 გოლს უშვებს შიდა ჩემპში და 0 ადამიანია გაცდენილი მთელი სეზონი, აი მაგის დაკისრებული მოვალეობის შესრულების კოეფიციენტი უფრო მიახლოებულია თავდამსხმელის იმ შედეგთან, რაც 50 გოლში გამოიხატება, ვიდრე ის , რო 40 გოლამდე გაუშვა სეზონში, მარა ზატო ფინალში შეაგდო ;დ
This post has been edited by >SuperStar< on 31 Aug 2019, 17:58