გვარდიოლას პირველი სეზონი გაგეხსენებინა ბარემ, მაშინაც ხო ფლანგზე იდგა
სხვაობას ვერ ამჩნევ 14-15 და ეხლანდელს შორის?
მაშინ ფლანგზე იდგა და ცენტრში იწევდა ფლანგიდან.
ეხლა არის ცრუ ვინგერი, ოფიციალურად ცენტრში გადმობარგდა და დაობლებულია მთელი მარჯვენა მხარე.
სემედუს წინ რომ არავინ ყავს ხოლმე, ერთ პადსებიას აკეთებს და მერე რო აღარ იცის ბურთი სად წაიღოს
სხვა გუნდების თამაშებს არ უყურებთ?
სიტი და ლივერპული ხო ითვლებიან ყველაზე კარგ გუნდებად დღეს, პეპი და კლოპი ხო ყველას გევასებათ?
მერე როგორ თამაშობენ? ფლანგებიდან და ნახევარფლანგებიდან როგორ წელავენ და არღვევენ ნებისმიერ ავტობუს გუნდს?
ეგ არის პოზიციური ფეხბურთის დაუწერელი კანონი, რომ ფლანგებიდან უნდა გაწელო მეტოქის დაცვა.
ხოდა ცრუ ვინგერი თავდაყირა აყენებს პოზიციური ფეხბურთის წესებს.
აღარ იწელება მეტოქის დაცვა და მთლიანად მესის გამჭოლ პასებზე ხდება გუნდი დამოკიდებული.
გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ უმთავრესი არის მესის ცენტრში დაბრუნება ჩემი აზრით და ცრუ ვუნგერობაზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა.
მკვდარი ფლანგები არის სისტემური პრობლემა.
მესი იმ ასაკში აღარაა, თუნდაც 14-15ში როგორც ვინგერობდა, ისე რომ ითამაშოს.
ხოდა ერთადერთი გამოსავალია ცენტრში შეწევა.
და ცენტრფორვარდი თუ გინდათ მაშინ გაუავით ეს კაცი პენსიაზე ნიუელსში, აუხდინეთ ბავშობის ოცნება
This post has been edited by Nicolas_ on 25 Sep 2019, 20:36