შევეცდები ახლა ამ კითხვას პასუხი გავცე.ჯერ სხვადასხვა სოციალური ფენის მაშინდელ საშუალო თვიურ ხელფასების ცხრილს წარმოგიდგენთ:(70-80-იანი წლების მონაცემები)
სტუდენტი(სტიპენდია)-40 მანეთი
ახალგაზრდა სპეციალისტი:80-120 მანეთი
მედდა:80 მანეთი
ინჟინერი:120-150 მანეთი
საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი:-200 მანეთი
სავალადებულო მინიმალური ხელფასი:70 მანეთი
ქარხნის მუშა:250-იდან 800 მანეთამდე
სამხედრო(მაიორი, პოლკოვნიკი, გენერალი):300-იდან 400-მდე
ცეკას საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი:450 მანეთი
საკავშირო რესპუბლიკების მინისტრები:600 მანეთი
ცენტრალური კომიტეტის მდივნები და მინისტრები:1000-1200 მან.
სპორსტსმენები:250 მანეთი სტანდარტი, ბონუსი 100 მანეთი ყოველ მოგებაზე
ხელოვნების დარგის წამომადგენლები

მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები და ა.შ.) ხელფასი 120-200 მანეთი, ჰონორარი 2000-იდან 20 000-მდე.
(შენიშვნა: ხელფასს ბონუსი ემატებოდა, რანგის, თანრიგის მიხედვით და აგრეთვე ცოლ–შვილიანებს)
ვალუტის კურსი:1 აშშ$(0, 64 მანეთი)ოფიციალურად, თუმცა "ბარიგებთან" 3 მანეთად იყიდებოდა.
ფასები
ასანთი:0.01 კაპიკი
პური:0, 15(შავი), 0, 30(თეთრი)
მარილი: 0, 07 კაპიკი
კარაქი:0, 72(200 გრ)
რძე:0, 16 კაპიკი(სამკუთხედი, 0, 5 ლ)
ხორცი:3-5 მანეთი(1კგ)
ძეხვი:2, 20-იდან 5 მანეთამდე
სიგარეტი: საბჭოთა 0, 16-იდან 70 კაპიკამდე, უცხოური(Marlboro, Salem, Newport)-1, 5 მანეთი
კარტოფილი 1 კგ:0, 10 კაპიკი
კვერცხი 1ც.0, 07 კაპ.
ღვინო ერთი ბოთლი:1, 5 მანეთიდან 3 მანეთამდე(ხარისხის მიხედვით)
ლუდი 0, 5 ლ. ბოთლის:0, 28 კაპიკი.
ბენზინი: ხარისხის მიხედვით (A72-დან A 93-მდე)-0, 30-0, 40 კაპიკი 1ლ.
მეტრო:0, 05 კაპ.
ტრამვაი:0, 03 კაპ.
ტაქსი:0, 20 კაპ. 1 კმ.
ტელევიზორი(ფერადი):400-იდან 750 მანეთამდე
აუდიოტექნიკა(მაგნიტოფონი, მაგნიტოლა, მუსიკალური ცენტრი):90 -იდან 1000 მანეთამდე.(მაგ.ერთკასეტიანი "ელექტრონიკა"-155 მანეთი ღირდა)
აუდიოკასეტა:საბჭოთა 4 მანეთი(60 წუთი), იაპონური ან გერმანული 9 მან.(90წთ)
ავტომობილი: მაგალითად "ჟიგული"-01-5500 მან."ვოლგა"-გაზ-24-9200 მანეთი
ხალიჩა(ზომა 220х137)-საშუალოდ 90 მან.
ფოტოაპარატი ხარისხის მიხედვით:15 მანეთიდან 400 მანეთამდე(მაგალითად ფოტოაპარატი "Зенит-Е”-100 მანეთი ღირდა.)
კომუნალური :დენი კვ.სთ-0, 04, გაზი-0, 03, გათბობა-1, 54 მან. თვეში, რადიო-0, 50 კაპ. თვეში, ტელეფონი-2, 50 მან. თვეში.
კინო: დილის სეანსი 0, 10 კ. საღამოს 0, 50.
რაც შეეხება ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, რადგან საბჭოთა კავშირში ძალზე უხარისხო საქონელი იკერებოდა(80-იანი წლების შუახანამდე, სანამ ე.წ. კოოპერატივები არ გაიხსნა), უმეტესობა ე. წ "ბარიგებს" მიმართავდა" მაგ. ჯინს Wrangler-ს 200-250 მანეთად შეიძენდით, ხოლო უცხოურ ფეხსაცმელს(ძირითადად ჩეხური ან იუგოსლავიური) 50-100 მანეთად.
მიმაგრებული სურათი