ეხა ის დრო არაა განგსტერულ რომანტიზმებზე გრძელი პოსტები ვწერო ( თუმცა კი მაგრა მევასება ეგ თემა და არ დავიზარებდი, მარა ნუ არაა მაგის დრო ;დ ) ,
მაგრამ მოკლედ მაინც გეტყვი:
ფაქ ზი ლოუ ყოველთვის პოპულარული იქნება ყველგან. შეუძლებელია სხვანაირად რო იყოს.
აი რა არი ცხოვრება რეალურად ( ნუ ეხა თუ დონალდ ტრამპი არ ხარ ბავშვობიდანვე ;დ ) :
ცხოვრება არი წინასწარ გაწერილი ###ური რუტინა , სულ მცირე ასაკიდანვე:
სკოლა >> უნივერსიტეტი >> სამსახური და ა.შ. მუდმივი რეჟიმი და დედისტყვნა. არ არსებობს გამოსავალი. ეს კომპიუტერული თამაში არაა, რო სხვა რეჟიმი ჩართო ან რაღაც ჩეთ კოდები გამოიყენო, ან უბრალოდ გამორთო და აღარ ითამაშო ;დ
დედა#####ული ცხოვრებაა და შენ არ ხარ როტშილდების ერთერთი მემკვიდრე, ან ტრამპის უფროსი ვაჟი ;დ
სამწუხაროდ შენ ხარ რიგითი აგური კედელში , ერთი ჩვეულებრივი რიგითი ხე (აქ უნდა ყოფილიყო სიტყვა ყ ლე ) , თერთმეტნიშნა ნომრით პლასტიკურ ბარათზე ;დ
და ორგანიზებული დანაშაული არის ის, რაც ამ ყველაფერს ''უპირისპირდება'' : არც რეჟიმი აქვს , არც განრიგი და არაფერი. რასაც გინდა აკეთებ, ყველაფერს შენ მართავ და არა პირიქით .
აი რეი ლიოტას გმირი- ჰენრი ჰილი ბაზრობს მაგაზე კაკრაზ, გოდფელასის დასაწყისშიც და დასასრულშიც :
ჯერ თავიდან : ბავშვობაში ჩემ მეზობელ მაფიოზებს რო ვუყურებდი, ყველაზე მაგარი ხალხი მეგონა და ჩემი ოცნების მაქსიმაც ეგ იყო, რო ეგეტი ვყოფილიყავიო. ამერიკის პრეზიდენტზე მტყვნელი ტიპები მეგონენ ეგ ჩემი უბნის მაფიოზი ბიძიებიო. მაგის იქით არაფერი არ იყო ჩემთვისო და ა.შ. თავისი ბავშვობის გადმოსახედიდან ყვება მაგ განგსტერულ რომანტიკებზე. იმიტო რო უყურებდა, რა თავისუფლად ცხოვრობდა ის კამანდა.
და ფილმის ბოლოს, უკვე რო მოწმეთა დაცვის პროგრამაშია სადღაც მიყრუებულში , პიჟამოთი რო გამოდის, გაზეთს რო იღებს გაზონიდან :
და აი, მე რიგითი არარაობა გავხდი ისევო, ჩავეწერე ისევ დედამიწის სტანდარტულ მოსახლეობაში და ვარ ჩვუელებრივი ###ო. ყველაზე რთული იყო ჩემთვის ცხოვრების მიტოვებაო

ცხოვრება მენატრება ყველაზე მეტადო;
არადა რა ცხოვრება იყო მაფიაო - რასაც გინდა აკეთებდი და როცა გინდაო.
არანაირი შეზღუდვა და მსგავსი რაღაცები არ არსებობდაო - კოკაკოლით სავსე ჯამი მედგა ლოგინის გვერდზეო და ოქროულობა შკაფებში მეწყო ქაღალდის პაჩკებითო ;დ
ნებისმიერი რამე შემეძლო გამეჩინა, ლიჟბი ყურმილი ამეღო ერთხელო;
ნებისმიერ ვიქენდზე შემეძლო მთელი ფული წამეგო , მარა ორშაბათიდან იმდენივეს და უფრო მეტს ვიშოვიდიო . გემბლერებს შევაყენებდი და დავაწერდი, ან სულაც გავძარცვავდი ვინმეს, რა დამიშლიდაო -
ძაღლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ყველას მაყუთს ვუმაზავდით და პრობლემა არ გვქონდა ვაბშე ცხოვრებაშიო და აშ.
ეხლა კიდე რა ###ობა ქვია ჩემ ''ცხოვრებასო'', ვარსებობ უბრალოდო, არაფერი საინტერესო აღარ ხდებაო. დაჟე ამ რეალობაში საჭმელიც კი ###ობა და ბუტაფორიააო:
იმდღეს სპაგეტი შევუკვეთე რესტორანში და ლაპშაზე მოსხმული კეტჩუპი მომიტანესო ;დ
რიგითი არარაობა გავხდი და მთელი დარჩენილი ცხოვრება ეგრე უნდა გავატარო აწი, სხვა გზა აღარააო

(
--------------------
ხოდამ აი ამიტო ევასება და უნდა ყველას განგსტერობა დაუფიქრებლად, მარა ის ავიწყდებათ, რო როგორც ეს გოდფელასი, ისე აბსოლუტური უმრავლესობა განგსტერული ისტორიებისა, სრულდება სავალალოდ.
ან კვდები, ან პაჟიზნენნი გაქ, ან კიდე პიროვნებას იცვლი და კილომეტრებით შორს ცხოვრობ სიკვდილამდე.
ლოლ, რამხელა რაღაც დამიწერია
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4