ბიჯო ელემენტარულია რა - ანჩელოტიმაც თქვა ეგ კაი ხნის წინ, გუარდიოლა ერთადერთი მწვრთნელია რომელიც
არ გაუგდიათო და მარტო მაგ მხრივაა გენიალურიო

მეც, ჟოზეც და ა.შ სულ ქეჩოში წაგვავლეს და გაგვაპანჩურესო,
ეს კიდევ თავისით მიდისო.. პლიუს ამას ხათრი და რამე კი არაა, უბრალოდ ტიპი ყოველთვის დიდ შედეგს დებს და
შეიძლება რაღაცა დეტალებში გამოედევნო, თორემ გაგდებით როგორ გააგდებ
აი მაგალითად ბაიერნი ყოველ სეზონს იწყებდა ლიგის ფავორიტის რანგში.. ეგ არც ჰაინკესის დროს ხდებოდა და არც
შემდგომ წლებში.. რუმენიგე გაწვებოდა ალიანს არენაზე თავის VIP ლოჟაში და უყურებდა კმაყოფილი სახით როგორ ტკნავდა გუარდიოლა
ბოხუმებს და აინტრახტებს.. იქ ლევანდოვსკის 5 გოლი და საერთო ჯამში გუარდიოლა ისეთ ###ობა ჩემპიონატს როგორიც
ბუნდესია -> აძლევდა ხიბლს და კაიფს აჭერინებდა გულშემატკივრებს.. იმიტომ რომ ლამის ყველა თამაშს ფინალივით ათამაშებდა..
ხოდა რა უნდა მეტი ახლა მუნხენელ ობივატელს - დალიოს ლუდი და 60-დან 55 მატცში უყუროს სანახაობრივ, high intensity ფუტბოლს..
გუარდიოლა საქართველოს ჩემპიონატში რომ ჩააგდო და დინამო ჩააბარო, საერთო ჯამში აქაც დაგაჭერინებს ხიბლს. ურცხვად და უნამუსოდ
მატჩის წინ უხელფასოდ დარჩენილ, კალბასზე და პურზე მყოფ ტორპედოს შეგიფასებს, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს ჩამოგითვლის, რეზო
ძოძუაშვილის სტილს შეაქებს და საბოლოოდ გულშემატკივრებს აფიქრებინებს -> ტორპედო ყოფილა რაც ყოფილაო და 5-0-ს რომ მოუგებს
მერე ამ "გასაცოდავებულ" ტორპედოს - ყველა კმაყოფილია

იუზერმა გეგემ ამ მხრივ სწორად დაასვა სიტყვა -> შარლატანი
ჰაინკესი იმიტომ გაუშვეს და გუარდიოლა დაკერეს დეკემბერში, რომ არ იყვნენ ბოლომდე კმაყოფილები იუპით

ეგაა რა მთავარი, თორემ ახლა გავარდნით ყველას გაუვარდება..
სიტიშიც იგივე ხდება, მოლოდინია რომ მოაგდებს ლიგას და არც შარშან, არც შარშანწინ და არც წელს - არავის გაუკვირდება ეგრე რომ მოხდეს.
ხალხი იტყვის -> რა გაგიკვირდათ თქვე კაი ხალხო, გადატყნა ინგლისი და თან გუარდიოლა წვრთნით, მოიგებდნენ აბა რა ჩემ ###ს იზამდნენო..
ხოდა ჩემთვის ეს წინათგრძნობაა მთავარი და არა ის, რომ ნაბოზარი ლორენტეს ხელით გაძვრა შარშან ტოტენჰემი ან რამდენიმე ინჩის გამო
სტერლინგს რომ გოლი არ ჩაუთვალეს..
და ვთქვათ იუვეში რომ წავა - იქაც ეგრე იქნება...
This post has been edited by DATOIA on 20 Nov 2019, 10:24