Nicolas_ვა საღOლ, მაგასაც სცოდნია "ტრაპეცია" ტაქტიკა რომ იუნაიტედთან ითამაშა 1 თვის წინ

აქვს კიდევ შარლატანს ერთი საინტერესო ტაქტიკა (2-2-3-3), რომელიც მაგ პერიოდში გამოსცადა - საინტერესოა ვისთან გამოაგორებს..

---
ჟესუს რაც შეეხება - მისი გადმოსვლიდან რამდენიმე თამაში იყო გასული, როცა ეს სქილები რაც რეალთან გამოავლინა - უკვე ჰქონდა.. ამიტომაც
ამოაგდო აგუერო ჯერ კიდევ პირველ სეზონში და მალევე რომ არ დალეწილიყო - მასეც დარჩებოდა.. მანდ გუარდიოლას პრობლემა ჰქონდა დაბერებული
შემადგენლობის - ტურე, ზაბალეტა, კლიში, კოლაროვი, ხესუს ნავასი, ნალიტო და ამათ ფონზე მისი სტილისთვის აუცილებელი იყო ჟესუს მსგავსი ფეხბურთელი,
რომელიც აგუეროსავით არ იძუნძულებდა და როგორც რამოსის მომენტზე ქნა გუშინ - ასე გაეკიდებოდა ყველა ბურთს.. მაგრამ განსხვავებით რეალისგან - რომელიც
ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - მაშინ ეგ ჭირდებოდა ვესტ ხემებთან და ვიღაც კლეებთან..
მერე უკვე ვოქერი, მენდი, ედერსონი, ლაპორტი დაიმატეს - სტერლინგი-სანეს ტრალეიბუსები შედგა და ჟესუს საჭიროება იმდენად ვეღარ იგრძნო, თუმცა მე სულ ვგრძნობდი და
ვხვდებოდი რომ - ჟესუს დაყენებით, კიდევ უფრო იდეალური გახდებოდა სისტემა.. თუმცა იმხელა უპირატესობა იყო იმ 100 ქულიან სეზონში - ძალიან რთული იყო ამის დანახვა
და აგუეროზე უარის თქმა.. ჟესუს ხმალაობები 4:0-ზე უკვე სასაცილოც კი ჩანდა

მაგრამ იყო მაგ სეზონში 2 დიდი მატჩი: ჩელსი გასვლა და ნაპოლი სახლი - სადაც ჟესუს გარეშე ვერ მოიგებდნენ..
თუმცა როცა დასჭირდათ და ლივერპულს დაეჯახნენ, მანდ უკვე გამოჩნდა რაღაცეები.. იგივე მოხდა შარშან ტოტენჰემთან პრინციპში.. კლოპო კლე კი არაა ფირმინოს რომ ათამაშებს ამდენი წელია...
წელს როცა რეგრესი დაეწყო გუნდს და წინა 2 სეზონის მსგავსი სტაბილურობა დაიკარგა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჟესუს პლიუსები და მისი საჭიროებაც.. ამიტომ რაღაც გაგებით
ჟესუმ 2 სეზონი დაკარგა სკამზე, თუმცა მეორეს მხრივ ფსიქოლოგიურად წაადგა და მოტივაცია მისცა განვითარებულიყო, რაღაცეები დაეხვეწა.. სკამმა გამოაწრთო

---------------
სანეს რაც შეეხება - იმ პირობებში როცა ინსაიდ ვინგი 1.5 წელია ინერგება უკვე და დიდი ხანია ტრალეიბუსი აღარ დაქოქილა, მისი შემობრუნება და რაღაცეები უკვე აზრს კარგავს, თან წასულია თითქმის..
ინსაიდ ვინგზე კიდევ, თუ first touch-ს ვერ დახვეწავს - მარეზის ამოგდება გაუჭირდება..
პს ამის დედას ######..... მთელმა მსოფლიომ იცის რა დონის ###ა - ბაკავოის შეეცოდა ბოლოს და იმან დააპრესინგა, თორემ ზიზუს უთქვამს - ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, მენდის დაპრესინგებაზე
რომ ვიფიქროო

ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი