კაროჩე ახლა ვიხსენებდი და რამხელა სიამოვნება იყო 17/18-ს გუნდი თავისი ყველაფრით..
სანე დებრუინე და აგუერო საუკეთესო ფორმაში, პლიუს სამივე ცდილობდა თავისკენ "გადაექაჩა" ყურადღება / სტატისტიკა და ამ კონკურენციის პირობებში - ძალიან მრავალფეროვანი იყო გუნდი..
ყველასგან რაღაცას ელოდი და თან გარანტირებულად..
პლიუს ფერნანდინიოს და სილვას ჰქონდათ კარიერის საუკეთესო სეზონი.. და ამ ხუთეულთან ერთად სტერლინგი, რომელიც თავ-ტრაკს იტყნავდა როგორმე ფლოპის სტატუსიდან ამოსულიყო
და ყველაზე მეტს შრომობოდა.. მაშინ გუარდიოლა სანჩესს ელოდებოდა და თავისთავად სტერლინგის ძირითადიდან ამოგდების საკითხი იდგა, ეგ იყო სუსტი რგოლი იმ ექვსეულში..
არაფერს ვამბობ ჟესუზე
და "მწვანე" ბერნარდოზე, რომლებიც აღარ გვახსოვდა ამდენ მაგარ ფეხბურთელში და არც იყო ამათი დრო პრინციპში...
---
ხოდა როგორც კევინ სპეისი ამბობს - things have changed since 1973
ახლა რა ხდება:
დებრუინე -> კიდევ უფრო თესლია, მიაღწია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ერთი თავით მაღლა დგას დანარჩენებზე, მეტი რაღა უნდა მოთხოვო არ ვიცი..
აგუერო -> დაბერდა და მორჩენილი ამბავია, როგორც ბებერი ჯაგლაგი ცხენი - ელოდება ასისტებს თუ გაუკეთებენ და კმაყოფილია, ცალი ფეხი სამარეში აქვს - მიწოლილია ჩალაში და ღეჭავს შეიხის ფუნტებს...
სტერლინგი -> ფლოპის სტატუსი კი მოიშორა, მაგრამ ისე მიაღწია ამანაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს რომ აშკარად ვერაა საკმარისი.. ხანდახან მგონია მოედანზე ვინმემ
რომ ახლოს ჩაუაროს - დამწვრის სუნიაო იფიქრებს.. არადა გუარდიოლა აქედან ტალჩოკებით აწვება - შეიძლება გასკდეს ადრე თუ გვიან.. ერთი გადაწვა კი მოასწრო ისე დეკემბერ-იანვარ-თებერვალში,
კარში ვეღარ ურტყამდა ბოლოს და სულზე მოუსწრო კორონამ.. რასკოლნიკოვის სინდრომი რომ ჰქონდეს, ალბათ ჩაწვებოდა და სახლიდან არ გამოვიდოდა ან სულაც თავს მოიკლავდა..
ფოდენი -> 1-2 წელი კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
მარეზი -> ნუ ასეა თუ ისე - დებრუს შემდეგ საუკეთესო შემტევია გუნდში.. თან რაც მთავარია - გუარდიოლამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი ბოლომდე გაწურვა და რესურსი კიდევ აქვს დარჩენილი რომ
მოუმატოს.. სტერლინგის მსგავსად უიმედო სიტუაცია არაა..
ჟესუ -> ესეც ჯერ-ჯერობით პროგრესირებს და პროგრესირებს, ნელ-ნელა ამ სეზონში შორიდან და დრიბლით დაიწყო გოლების გატანა.. ფლანგიც შეუძლია და რეალთანაც კარგი იყო... პლიუს ამას ის make or break სეზონი როცა სულ ძირითადში იქნება და ყველა დააკვირდება - არ ჰქონია და შესაბამისად ველოდებით მომავალ სეზონს.. და 22 გოლი როცა აგუეროსთან იყოფდა ძირითადს არაა ცუდი შედეგი.. სადღაც 10 გოლი აკლდება აგუეროს საუკეთესო შედეგი რომ გაიმეოროს სიტიში და ლოგიკურად რომ გავხედოთ - თავისუფლად დადებდა მაგ რაოდენობას, შესაბამისი სათამაშო დრო რომ ჰქონოდა.. პლიუს ასისტებიც ბლომად აქვს..
ბერნარდო -> ბერნარდო მომავალ სეზონს პირველად იწყებს როგორც რვიანი და როგორც ფლაგმანი გუნდის ძირითადის წევრი - დებრუსთან წყვილში.. საინტერესოა რას იზამს და როგორც გაართმევს თავს.. თან კონკურენცია აქაც დიდია.. გუნდოგანი რომელიც როდრის კარგად უწყვილდება და დებრუინეს 10-ზე აწევის საშუალებას იძლევა, ფოდენი და სავარაუდოდ გრილიში ან ბენასერი დაემატება რვიანებს.. ამიტომ ბერნარდოზეა ყველაფერი დამოკიდებული,
როდრი ->
მოკლედ რომ შევაჯამოთ: ჯერ-ჯერობით დებრუინეს მიჰყავს პარადი და ის გადანაწილება (აგუერო-სანე-დებრუ) რაც საჩემპიონო სეზონებში იყო არ გვაქვს..
ფერან ტორესი თავისთავად მაგ დონეზე ვერ გაიქაჩება მინიმუმ ამ სეზონში მაინც.. სტერლინგი გამორიცხულია.. უფრო ველოდები რომ მარეზი და ბერნარდო
გახდებიან ეგეთი ტიპები და ჟესუსა თუ დაახლოებით ისე მოუმატებს როგორც ამ სეზონში მოუმატა წინასთან შედარებით - იმ დონეზე მაინც იქნება
როგორც ვთქვათ სილვა იყო - აგუერო-სანე-დებრუს ფონზე 17/18-ში.. ნუ სტერლინგი ტრადიციულად იფაფხურებს და როდრიც ბრწყინვალე შენაძენაი..
თუმცა მეორეს მხრივ - გარანტია არ გვაქვს რომ ეგრე იქნება..
შესაბამისად აგუეროს დაბერების და სანეს წასვლის ფონზე - ძალიან დიდი GAP არის შეტევაში და ფერან ტორესი მაგას ვერ ამოავსებს..
ვინმე უფრო დიდია საჭირო... აზარი ან ნეიმარი ან მბაპე ან გრიზმანი ან სანჩესი თუნდაც.. ჯანდაბას ის შავყლიანი ტრაორეც წავა რაღაც პონტში..
ან მეორე ვარიანტია - დებრუ გაუშვა და ამით უფრო გაამრავალფეროვნო გუნდი ეი იქ გადაჭრა სადაც "ანომალიაა" და არ ეცადო ამ "ანომალიამდე" აწიო სხვები...
სპორტულმა დირექტორმა - სანამ ლიგას არ მოვრჩებით, იქამდე ტრანსფერები არ იქნებაო...
VIDEO This post has been edited by DATOIA on 29 Jul 2020, 15:55