ცნობილი გახდა რა პირობებს სთავაზობს „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის.
როგორც TNT Sports-ის ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი წერს, ფრანგული კლუბი 33 წლის არგენტინელს 2+1 სქემით კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს, ხოლო გარიგების ფინანსური ნაწილი ისეთია, რომ მას ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ გადაფარავს, – მიაჩნიათ პარიზელებს.
მესისთან მოლაპარაკებებისას გადამწყვეტი არგუმენტია – „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატებები ჩემპიონთა ლიგაში. გასულ სეზონში გუნდი მივიდა ფინალამდე, წელს კი თამაშობს ნახევარფინალში, თან გზად „ბარსელონა“ და მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ გაიარა.
მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
მოდი მოდი ნესვი
დიმარია, პარედესი, იკარდი პოჩეტინო {ნეიმარი}
რაგინდა მეტი შეჩემა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)