ჰაი კლასი კი არა ნიჭი ეტყობოდა ნოდარ
ნიჭი და კლასი სხვადასხვა რამეა.
ძაან ბევრი შრომა და ძაან დიდი იღბალი უნდა რო ნიჭიერი ფეხბურთელი კლასნი ტიპი გახდეს.
პიაცაც ძაან ნიჭიერია და ჩვენთან რო მოვიდა, ძაან მაგარ იმედებსაც იძლეოდა, მარა არ გაუმართლა ტიპს და კი ხედავ როგორაც მოექცა კარიერა. იგივე სტურაროზეც. ნიჭი ქონდა ისეთი რო ვიდალის დონის შეეძლო გამხდარიყო მარა ჩემი ფეხები.
სადღაც შრომა დააკლდება 20 წლის ბიჭს, სადღაც ტრავმას აიკიდებს, სადღაც მწვრთნელს არ დაევასება, სადღაც ბარში დარჩება დილის 4 საათამდე და ეგაა. მეტი კი არაფერია საჭირო ნიჭის გასაფლანგად.
ბენტას პირველ რიგში გადაწყვეტილებებზე ეტყობოდა ნიჭი. 20 წლის ასაკშიც კი თავს არ კარგავდა ხოლმე მოედანზე, პანიკაში არ ვარდებოდა. 3 კაცი პრესავდა ხოლმე, მარა ბურთს შეშინებული არ იშორებდა. თუ იშორებდა, ცდილობდა რო სწორი მიმართულებით დაერტყა, პასი რო გამოსვლოდა ისე. დაცვაშიც ხისტი იყო ყოველთვის. შეიძლება პოზიციას კარგავდეს, შეიძლება აგვიანებდეს, შეიძლება წითელ-ყვითლებსაც იღებდეს, მარა ეგ ყველაფერი გამოცდილების და ვარჯიშის ამბავია. 5 წლის მერე არც პოზიციას დაკარგავს, არც ართმევას დააგვიანებს. მთავარია რო ორთაბრძოლის არ ეშინია და ყველა ბურთზე იმ მენტალიტეტით შედის ბრძოლაში რო გამარჯვებული უეჭველი თვითონ გამოვა. ეგ კიდე ნახევარი საქმეა. მაგის გარეშე კაპიკია ნახევარმცველის ფასი.
ცივსისხლიანობა, სიხისტე და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ესაა ის თვისებები რაც 20 წლის ასაკში მოეთხოვება ფეხბურთელს და ესენი ყველაფერი ჰქონდა ბენტას მაგ დროს.
დანარჩენი ფიზიკური მომზადების და შესრულების ამბავია.
ბეჭით ძიძგილაობისას შეიძლება წაგაქციონ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ ... მარა მეთერთმეტედ თავტრაკს მოიტყნავ ტრენაჟორებზე და უკვე ვეღარ წაგაქცევენ, უკვე შენ წააქცევ. აი მაგ დროს იქცევი ნიჭიერი ღლაპიდან კლასნი იგროკად.
* * *
დელიხტის მაგალითს დავამატებ
რა სეზონი ქონდა აიაქსში ყველამ ვნახეთ აგერ და არავის არ გვეპარება ეჭვი რო ძაან ნიჭიერია, მარა რო მოვიდა, რა თამაშები დადო და როგორ ჩაიჯვა ხო ნახე. დაჟე იმაზე იყო ლაპარაკი რო გაფლოპდაო.
აი მაგ პერიოდში ინტერვიუ ვნახე მაგისი. აიაქსში ყოფნისას ასე მეგონა რო მოედანზე ჩემზე დიდი გაბარიტების და ჩემზე ღონიერი კაციშვილი არ იყო. ვინაც არ უნდა შემხვედროდა თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რო გადავხსნიდი შუაზეო. იუვენტუსში გადმოსვლის მერე კიდე კიელინის და ბონუჩის რო შევხვდი და ვარჯიშებზე რამდენჯერმე დავეტაკე, მივხვდი რო ამთთან შედარებით ცუციკი ბავშვი ვჩანდი და სულაც არ ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ღონიერი ადამიანი, რომელსაც ყველა ორთაბრძოლის მოგება შეეძლო. გადამედო ეს თამაშებზეც და უკვე ყველა ორთაბრძოლისას თავიდანვე ეჭვი მეპარებოდა, ვაი და ვეღარ ვაჯობო თავდამსხმელს, იქნება და ჩემზე მაგარიაო. დამეწყო პანიკები და ქაჯური შეცდომებიც მაგის ბრალიაო.
დღეს უკვე ნელანელა იბრუნებს თავდაჯერებას და ბოლო თამაშებში რა პერფორმანსიც დადო გამოჩნდა ძაან კარგად. 1 თვე კიდე და ისევ ის დელიხტი იქნება, ყველას და ყველაფერს რო გადაჭამს დაცვაში, ნებისმიერ თავდამსხმელს რო თავიან-ფეხებიანად გადაყლაპავს.
ტაკშტო, ნიჭი შეიძლება შეატყო ფეხბურთელს, მარა ჰაი კლასობას არ ნიშნავს ეგ ჯერ.
და პირიქით, ფეხბურთელი ჰაი კლასის თუ ვერ ჩამოყალიბდა, არ ნიშნავს რო უნიჭო იყო. პროსტა რაღაცა დააკლდა და მაგიტო გაფლოპდა.