კაზემირო ისტორიული სიდიდის ფეხბურთელია, თამამად შეიძლება ითქვას.
ძალიან იშვიათი ბრაზილიელია, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი კარგი წამოიღო
სტერეოტიპული 'ბრაზილიელი ფეხბურთელისგან' და ყველაფერი,
რაც ცუდი ახასიათებთ ხოლმე ბრაზილიელებს, საერთოდ უკუაგდო.
მაგალითად, ბრაზილიელების და ზოგადად სამხრეთ ამერიკელების კარგი თვისებებიდან: ტემპერამენტიანია, ფეხბურთი ბავშვივით უყვარს (თვითონაც უთქვამს, მზად ვარ ყველა მატჩის 90 წუთი ვითამაშოო), ტექნიკურია ძალიან (დღევანდელი გოლიც ამის დასტურია, რაულივით რო შეასრულა მომენტი), დადებითი განწყობის და აურისაა (მეგობრობს ყველასთან და ყველას უყვარს გუნდში).
რაც შეიძლება ჰქონოდა, როგორც ბრაზილიელს, მაგრამ საერთოდ არ ახასიათებს: წარმატება არ უვარდება თავში, 1-2 წარმატებული სეზონის შემდეგ არ დაასრულა კარიერა, არ წყვეტს განვითარებას, გუნდური ფეხბურთელია, თავმდაბალია (დღესაც გოლის გატანის შემდეგ იოვიჩზე მიუთითებდა, ამას დაუკარით ტაში, ამან მომცა ასისტიო), შრომისმოყვარეა, მწვრთნელთან უპრობლემო და მეტიც, იდეალური ურთიერთობა აქვს, მუდამ კონცეტრირებულია, როგორც საყრდენი, პოზიციონირებაში და ართმევაში ძალიან ჭკვიანი და ეფექტურია,
დაბოლოს, იდეალური საყრდენია - ეს პოზიცია საერთოდ ბრაზილიელების ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. 2002-დან მოყოლებული დღემდე საყრდენის პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელები ჰყავდათ ხოლმე ბრაზილიელებს, როგორებიც ემერსონი, კლებერსონი, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო და სხვანი არიან. რამდენიმე კარგი გამონათებაც იყო, თუნდაც ფერნანდინიოს სახით, მაგრამ კაზემიროსთან მიახლოებული არავინ.
მოკლედ, კაზემირო არის ერთდროულად ყველაზე ბრაზილიელი და ყველაზე არაბრაზილიელიც, ალბათ მაგიტომაც არის ასეთი მაგარი
This post has been edited by Freddie Greensmith on 18 Jan 2020, 22:25