Snikiლოგიკურად რომ გავყვეთ - თუ არსებობს რაიმე სახის წინაპირობა, რითაც შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ
კონკრეტული მწვრთნელი გაამართლებს თუ არა, არტეტა ყველაფერს აკმაყოფილებს..
1) არტეტამ ძალიან კარგად იცის არსენალის შიდა სამზარეულო და ვენგერის პერიოდიც გამოვლილი აქვს, თავისი
ბრიტანული ჯაგა - დევიდ მოესის ევერტონის ბექგრაუნდით და იცის ყველაფერი - რისი ცოდნაც სჭირდება. მე სიტიში
მინდოდა, მაგრამ სიტიზე მეტად - ორგანული და ბუნებრივი არსენალისთვისაა. დაახლოებით იგივეა - რაც გუარდიოლა იყო ბარსასთვის..
ანუ -> მოიესის, ვენგერის და გუარდიოლას "შკოლა".. ეს ხუმრობა საქმე არაა, რომელ დამწყებ მწვრთნელს აქვს ამის ფუფუნება..
2) ვორკაჰოლიკია და შესაბამისად ამბიციურიც.. მის საფეხბურთო კარიერას რომ დააკვირდე, მისი ნიჭით და შესაძლებლობებით
რაც შეიძლებოდა გაეწურა მაქსიმუმი ქნა.. და ნუ მერეც გუარდიოლასთან მოხვდა ეგრევე, მალევე დაწინაურდა მთავარ ასისტენტად
და მწვრთნელის კარიერასაც სწორად მიჰყვება..
3) სიტის ოფისში, 24/7-ზე მისი კაბინეტი გავსებული იყო ფეხბურთელებით და სულ ამეცადინებდა ამ ჩემისებს.. თავისი ვიდეოების ანალიზით
და აბა "ჟესუ დღეს მოკლე პასს" მიხედე, აბა "აგუერო ხვალ თამაშია - დღეს შენებურად ნუ გამოსკდები" - მოკლედ "ჩემი მეგობარი ნოდარი"

ანუ სიტისთვის არტეტას წასვლა პრობლემაა და მე ეჭვი მაქვს ეს დაეტყობა გუნდს.. უჩიკოს საქმე დაემატა და შეიძლება გაპათოლოგდეს

4) ჭკვიანი / ეშმაკი ტიპია.. ლიონთან ჰქონდა პირველი პრესკონფერენცია და 10-15 წლის მქონე სტაჟიანი მწვრთნელივით შეუსრულა ჟურნალისტებს,
ერთი ###ობა ვერ დააცდენინეს - არადა ჟოზეს და სხვებს, იგივე პეპსაც, მომენტებში უჭირთ თავის კონტროლი.. თან იყო იქ რამდენიმე ჩამჭრელი
კითხვა, ეი ცდილობდნენ მის წამოკიდებას..
-----
ანუ თუ არსენალს ფეხზე წამოდგომა უწერია - არტეტა არის იდეალური ვარიანტი მაგ კუთხით..
დანარჩენს ახლა დრო გვაჩვენებს და "ნეტარ არიან მორწმუნენი"
This post has been edited by DATOIA on 18 Dec 2019, 22:27