Andro_forza juve
I've got my soul education

        
ჯგუფი: Members
წერილები: 68741
წევრი No.: 14885
რეგისტრ.: 26-November 05
|
#55785799 · 31 Jan 2020, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰა აბა პარასკევი საღამო, რამე განვიხილოთ ;დ;დ მოგიყვებით ისტორიას როგორ აქვთ ადამიენბს უნარი გარდაქმნის ;დ;დ მაგ ბიჭს ვიზეც ვყვები ზოგი იცნობს კიდევაც.. ლექსო თუ არ ვცდები ;დ;დ და კიდევ რამდენიმე.. არ მომიყოლია ხო მგონი ეგ? თუ მოვყვეი კიდე ადრე გაატარეთ ;დ;დ
მოკლედ სადღაც 2000ების დასაწყისია.. უკვე ახლოვდება სკოლის დამთავრება და გამოცდები მისაღები.. კაკ რაზ ასაკია ექსპერიმენტების , გარდატეხის და პრიშიკების სახეზე .. ;დ ხოდა მყავს მე ეს ჩემი ბრატელო, საკაიფო მასტია, დაბადებიდან 16წლამდეა უკვე სადღაც და ნუ ცოტა პოხუისტი, მაჟორული ხო ხვდებით ;დ;დ და რომანტიკოსი ცოტაც ( ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ჰგონია ) და აი როგორც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე, მაგათ ოჯახშიც დადგა საკითხი " სად უნდა ჩააბაროს ნიკამ" სკოლის ატესტატი სიმართლე რომ ვთქვათ არც ისე შთამბეჭდავია ;დ ხუთოსნების და ხუთოსნებთან მიახლოებულ ხალხშიც არ ირიცხება აშკარად ჩვენი ჩუვკაი.. ზემოთხსენებულ მიღწევებთან ერთად ასევე ხშირად აცდენდა სკოლას, დადიოდა საბილიარდოებში, ღამის კლუბებში , დიდ დროს ატარებდა ტოტალიზატორებში, ხშირად უყვარდა ალკოჰოლის მიღება.. თმები ჟელეში, ყურში საყურე, რომელიც საკუთარ დას მოპარა ;დ <3 ნაცრისფერი დიდი ჰიპსტერული სათვალე და საერთოდ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომელიც ერთი შეხედვით არაა პოლკოვნიკის შვილისთვის შესაბამისი .. ხო მამამისი კაკ რაზ საბჭოთა კავშირის დაშლის წელს პოლკოვნიკი გახდა.. წარმოიდგიინეთ მთელი სსრკს.. მოკლედ რემბო იყო ერთგვარი.. დედამისი სულ უტრაკებდა, მამა მწარდებოდა სიბრაზისგან მაგის და კი აძლევდა ხოლმე ფულს რათა ზოგჯერ გასულიყო სადმე და ვინმე გოგო სადმე დაეპატიჟებინა ;დ
კითხვაზე , თუ ვინ უნდა რომ გამოვიდეს , ის პასუხობდა როგორც ნამდვილი თინეიჯერი " რავი რა მნიშვნელობა აქვს, მკიდია.. მათავარია ფული შემოდიოდეს" ;დ;დ და ერთხელაც ერთ-ერთ ოჯახის კრებაზე მამამისმა გადააბიჯა დედამისის ცრემლებს, ნიკას პოხუიზმს , მისი დის ეჭვებს და ანარქიული გადაწყვეტილება მიიღო!! ჯარი!!!! როგორც უკვე გითხარით მამამისი ავტორიტეტული ადამიანი იყო და რა თქმა უნდა ვერავინ შეეპასუხა... წლების შემდეგ უკვე, როგორც მაგის და იხსენებს, მაგ კრების მერე ნიკა ძალიან 'მაღალფარდოვანი' სიტყვებით იხსენიებდა ჯარს და მამამისს ;დ და ნუ ვინაიდან საუბარი პრივატული იყო, დეტალები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება... ერთი რაც ვიცით ის ყვიროდა , რომ ისწავლიდა! ყვიროდა , რომ თვითონ ჩააბარებდა ნებისმიერ უნივერსიტეტში, ყვიროდა რომ მაგისტრატურაზეც კი გააგრძელებდა სწავლას , მე თვითონ! მხოლოდ მე! და პახოდუ თმაზე ჟელეს ისვავდა... მოკლედ უპოვეს ნიკას რეპეტიტორები, სკოლის მასწავლებლებმა მიიღეს მდიდარი ძღვენი (ბანბანერკები, ფრანგული სუნამოები ეტც.. ) ნიკას ოჯახისგან, რათა სანაცვლოდ ატესტატში 4ზე დაბალი ნიშანი არ ყოფილიყო ..მამამისმა ისარგებლა თავისი ავტორიტეტით და გავიდა რამოდენიმე ნაცნობზე ვინც დაეხმარებოდატ ამ კამპანიის უკეთ ჩატარებაში ;დ მოკლედ დაიწყო დიდი მზადება...
უნდა აღვნიშნოთ რომ ნიკას მშობლებმა მართლაც დიდი სამუშაო გასწიეს რათა ამ ჩემისას ( სიყვარულით რა თქმა უნდა) ატესტატში 3 არ ყოლოდა... მამამისი გაჭაღარავდა, დედას ჰალუცინაციები დაეწყო ...მოკლედ , მე-11-ე კლასი პრაქტიკულად მთელი ოჯახით დაამთავრეს;დ გარდა ჩვენი ბრატელოსი .. ის კვლავ აგრძელებდა ხიპსტერული ცხოვრების უკეთ შესწავლას.. შეიძინა გოთი მეგობარი გოგო ( თან მაშინ ეს აი ზეიშვიათობა იყო იმ წლებში გოთები.. ჯერ შევარდნაძე იყო კიდე მგონი ) რეპეტიტორებთან სიარულის მაგივრად დადიოდა... ჰმ არც კი ვიცი სად დადიოდა.. მოკლედ ყველგან იმათ გარდა.. ხოლო 'ისტორიისთვის' 'ქართულისთვის' და 'მათემატიკისთვის' მიცემული ფული დიდი სიხარულიტ და ენთუზიაზმით იხარჯებოდა ყალბი არმანის პერანგებში .. ასევე ალბათ ყალბი არმანის პარფიუმში და ა.შ.
როდესაც ეს ყველაფერი ცნობილი გახდა, მამამისმა ჯერ 1ლიტრი ვალერიანი და კორვალოლი დალია მერე კი 1 ლიტრი კონიაკი მიაყოლა.. ამის შემდეგ დედამისი აცილებდა რეპეტიტორამდე, ელოდება სადარბაზოში და ხელით მოყავდა სახლში რათა ბრატელო სადმე საცეკვაოდ არ გაქცეულიყო ... ნათელი ხდებოდა , რომ ვერსად ჩამბარებელი ვერ იყო ნიკოლოზი და ამიტომ უკვე საბოლოოდ გადაწყდა სამხედრო სასწავლებელი (კადეტთა კორპუსი ასე ერქვა მგონი ) მანდ კი ფიზ-რა-ს ნორმატივებიც უნდა ჩააბარო ბუნებრივია... ალბათ მიხვდით უკვე, რომ მასეთი ცხოვრების გადამკიდე მან არც კი იცოდა რა არის ტურნიკი და რას ნიშნავს ტურნიკზე აწევა.. არც სმენია არაფერი არასდროს 'ატჟიმანიების' შესახებ.. ამიტომ დილაობით უკვე მამა აღვიძებდა და დაარბენინებდა სტადიონზე .. მოკლედ ღადაობაა რა.. მარა ოჯახი ტიროდა ;დ გავიდა 1 წელი და მისაღებ გამოცდებსაც მთელი ოჯახით აბარებდნენ ;დ
და აი 2თვეში ახლოვდებოდა დღე X როდესაც უნდა მოსულიყო პასუხები და გარკვეულიყო მისი ბედი.. ოჯახი უფრო ნერვიულობდა ვიდრე აბიტურიენტი.. დაჟე მეც კი ინტერესით და ცოტა ნერვიულობით ვქომაგობდი ჩუვაკს .. ნერვიულობდა მოკლედ ყველა ამის გარდა )) არა პრინციპსი ესეც ნერვიულობდა ოღონდ , იმიტომ რომ წინა დღეს მამამისმა ფანჯრიდან გადაუგდო საყურე და ნუ როგორც ჯარში მიღებულია ქოჩორთანაც მოუწია დამშვიდობება... მოკლედ მოერე დღეს უნდა მივიდნენ ქართულის პასუხის აგსაგებად... მერე ვინც გადალახა ქართული ეგრევე მიყავთ შორს-შორს სადღაც თბილისის გარეთაც კი რაღაც ყაზარმებში, რომლებსაც გალავანი აქვთ შემორტყმული და შიგნით პრაპორშიკები და შარშანდელი კურსანტები ეკაიფებაინ ახალ მოსულებს ;დ იწყება დილიტ ადრე ადგომა, სირბილი, ნორმატივები 9ზე ძილი.. შემდეგ გასაუბრება და ვსო კურსანტი ხარ! ვაშა! იტანჯებიან იმენა მანდ ყაზარმულზე.. 3 დღეში ზოგი ტიროდა სახლში უნდოდა ( ჩემი თვალით მაქვს ნანახი) ჩვენი ნიკალაი შედარებით მშვიდი ჩანდა.. მართალია ჭუჭყიანი, გადაპარსული, გახმდარი მაგრამ მშვიდი.. ერთი პერიოდი გვეგონა ხომ არ დაუცურდა ცოტა სტრესის ფონზე დაუნი ხო არ გახდა ;დ;დ მარა არა.. გადარჩა.. და აი, როდესაც ეს ყაზარმული მორჩა და სიაში ამოიკითხეს ნიკას გვარი დაიწყო ზეიმი.. მამამისი და მაგის და გატყვრნენ იმდენი დალიეს.. დედამისი ტიროდა ( ეგ სულ ტირის ) ნათესავების ზარები.. მეც გამიხარდა რა თქმა უნდა და... უბრალოდ გამიხარდა ;დ იმიტომ რომ მაშინ არ ვსვავდი და აღსანიშნავად პროსტა სიტყვები 'ვაა საღოლ' -იც საკმარისი იყო )) მხოლოდ რას აკეთებდა ნიკა არავინ არ იცოდა, იმიტომ რომ ნახვის შესაძლებლობა თვეში 2 ჯერ გვქონდა...
ოჯახის წევრები და ზოგჯერ მეც ჩავდიოდიტ სანახავად, მოვეწყობოდით პლაცზე ( და კიდევ 1 000 მდე მშOბელი და ახლობელი) და ვუყურებდით როგორ ჭამს ნიკა ჭუჭყიანი და ტალახიანი ხელებით შემწვარ ქათამს..
და ეს იყო მასტი რომელიც თვლიდა რომ თუ დილა დაიწყე 'კენზო'თი საღამოსკენ არ ღირს ამ სურნელის არევა 'ვალენტინოსთან' .. მაგრამ 1-2 ჯერ გვითხრა მე და მაგის დას , რომ ძალიან დაბალი ინტელექტის ზღვარია საშუალო რიგითში რის გამოც ის ცოტა დისკომფორტს გრძნობს.. და რომ ჯარი დაბალი ფენის და მუშათა კლასის წარმომადგენლებისთვისაა ;დ;დ
მეორე კურსზე გადასვლისას მან კუთვნილი დასვენების 3 დღე მიიღო, რომელიც ძილში და ჭამაში გაატარა .. არ პასუხობდა გოთი მეგობარი გოგონების ზარებს... არ პასუხობდა საბილიარდოს და ტოტალიზატორის ბრატებს... ჯასთ ეძინა და ჭამდა ;დ
და აი მეორე კურსი.. ნამდვილი ყაზარმული.. ცვეტშI რაც იყო წინა წელს აი ჩათვალეთ არაფერი არ იყო... როდესაც ოჯახი მის სანახავად ჩადიოდა ვერ ცნობდნენ, რომელი დაზომბირებული ბაყაყი იყო მაგათი ... ბაყაყი თვითონ მიდიოდა საკუტარ მშობელთან ჭამდა საჭმელს.. დაჟე ძიძგნიდა, ძოვდა... დაღლილობისგან ქანაობდა და მერე ისევ მიხტუნავდა ყაზარმაში.. ლექსიკონიდან ამოიშალა სიტყვები როგორებიცაა მაგალითად: ვერსაჩე, ჟელე, ნაითოფისი, 200 ბაქსიანი ტუფლი.. და გაჩნდა სიტყვები: ადგა ჯარიიი, ნარიადი, კიდე ნარიადი.. ატჟიმანია.. საროჩკა რატო არ გაქვს შეკრული რიგითო კიდე 40 ატჟიმანია', დაწვა ჯარიი და ეტც.. ნიკას არასასიამოვნო სუნი ასდიოდა - ოფლის, ჭუჭყის, რაღაცის აი რაღაც უცხოსი - ზრდასრული კაცის... გარდაქმნის აფოთეოზი გახდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მონახულებაზე ნიკა იასნია ჭუჭყიანი ხელებიტ ეცა მგელივით ქათმის გაგლეჯვას.. რაზეც დედამ ლოგიკური კითხვა დაუსმა და ჰკითხა ხელები თუ აქვს დაბანილი .. ნიკას პასუხი იყო: რათ მინდა დაბანა ახლხანს მოვდივარ ნარიადიდან, კაკ რაზ უნიტაზებს ვრეცხავდიტ, ყველაფერი სტერილურია! ;დ უცბად პაუზა... და ისმის მხოლოდ მგლის ღეჭვის ხმა ...
გავიდა ბევრი წელი ;დ ის მაღალია, წელში გამართული, აკურატული.. დგება დილის 7ზე, თვითონ ალაგებს საკუთარ ლოგინს, კოცნის დედამისს.. აძლევს თავისი ხელფასის დიდ ნაწილს ( მართალია მერე ორმაგად ხსნის ხოლმე მარა ;დ) თავისუფლად გარბის 4-5 კილომეტრს.. ურეკავს საკუტარ დას და ეუბენბა 'გოგო როგორ არ გაქვს დასარეკი მოდი ერთი 20 ლარს ჩაგირიცხავ' ზოგჯერ თუ გვიანობამდა შემორჩა მაგის და სასმახურში მიაკIთხავს და სახლამდე აცილებს .. ძალიან გალანტურად ექცევა მოპირდაპირე სქესის ადამიანებს.. მამამისთან ერთად წერს საკურსოებს ჯარის თემებზე...დაიწყო კიტხვა! ძალიან ბევრი კითხვა!!!! ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად ჯიგრულად ბაზრობს.. გერმანულს ეუფლება კიდე.. ცვეტსი ამაყობს საკუტარი სასწავლებლით და საკუთარი ფორმით...ამაყობს მამამისით მაგრამ ძალიან იშვიატად თუ ეუბნება ამას ))) დედამისი ყვება, რომ დილაობით რო მიდის სამსახურში ისწორებს თავის ბერეტს და ამბობს ნამდვილ მამაკაცს უხდება ფორმაო .. ქვეყნის დამცველია, მამაკაცია, უკვე ზრდასრული კაცია! კი, რამდენიმე თვის წინ იყიდა ლამაზი ბუტაფორიული ედელვაისი (ყვავილია, რომლიც რატომღაც ჯარისკაცების სიმბოლოდ იქცა ) და ყურზე იჩხერს ხოლმე , როდესაც რა თქმა უნდა ფორმა არ აცვია ;დ მაგრამ მაინც გლამურულად გამოსდის, გეი რა.. შემორჩა მაინც ცოტა )) უკვე ლეიტენანტია და მალე კიდე აიწევს წოდებით.. საღამოობიტ რაღაც სექციაში დადის და ფიზ-რაში ავარჯიშებს ბავშვბეს.. კაროჩე ჭკვიანი , სიმპატიური, ჩუვაკი მალე ცოლსაც მოიყვანს ;დ
აი ასეთი მეტამორფოზა განიცადა ბრატელომ ))) ცვეტში მუხლუხო და პეპლის ბაზარია ;დ ახლა რაღაც დაწერა და გამახსენდა ;დ;დ დავფიქრდი, რომ როგორ იცვლებიან ხოლმე ადამიანები ;დ;დ როგორ გცვლის ცხოვრების გარემოებები რა ;დ
--------------------
Liberté, égalité, fraternité...
|