აი ზუსტად კლოპის ციტატა დამხვდა: Klopp: "I'm not interested in statues. You don't have to compare me with these iconic figures."
Klopp: "I am nothing without my coaches and I am even less without my players."
უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ მწვრთნელის თანაშემწეებს. კლოპი რეალურად რა დონის მანქანასაც ქმნის. ეს თანაშემწეები არიან ძრავის, ძარისა და სავალი ნაწილის მექანიკოსები. ყველა თანაშემწეს თავის სამუშაო მიმართულება აქვს და მათ გარეშე ეს გუნდი ვერ შედგებოდა. კლოპი ვერ შეძლებდა ამდენს.
კლოპმა, როგორ განავითარა გუნდი ეტაპობრივად ათასჯერ თქმულა. ევროპა ლიგა - დორტმუნდთან დაუვიწყარი თამაში, სახოს დისკვალიფიკაცია. დაშლილი გუნდიდან ოთხეულამდე აქაჩვა და ლიგაზე დაბრუნების პირველი წელი.. სათითაოდ მოგონებების გახსენება არ ღირს.
ყველაფერი რადიკალურად 17/18 წლის სეზონში შეიცვალა, სადაც ტოტენჰემთან 4-1 წავაგეთ. ამის შემდეგ ვან დეიკი მოვიდა, შეეჩვია გუნდს და სხვა დონეზე ავიდა გუნდი. მაგრამ მანამდეც უკვე გუნდს უკანა ხაზში თამაშის მანერა შეცვლილი ჰქონდა.
ნახევარდაცველებმა უფრო მკაცრად დაიწყეს წინ წასული ტრენტი-რობოს დაზღვევა. ვიენალდუმი თანდათან უფრო უკან იწევდა და ამუღამებდა დაცვით ფუნქციებს.
შემდეგ ბუვაჩის წასვლა და ლინდერსის დაწინაურება. მისი პირადი რჩევით მოყავთ ფაბინიო. აქედან გუნდი ნახევარდაცვაში თამაშს საერთოდ ცვლის. მანამდე ნახევარდაცვის რგოლი მხოლოდ პრესინგზე იყო მომართული. მეტოქეს თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით - მიწასთან ვასწორებდით, უპირატესობა გვქონდა. დაიღლებოდა გუნდი და ბურთს ვეღარ ინარჩუნებნდნენ. იქმნებოდა ქაოსი და ვუშვებდით გოლებს.
- ახლა ბურთის შენარჩუნება და თამაშის კონტროლი ისწავლა გუნდმა. შედეგის გაწურვა და მშრალი კარის შენარჩუნება, რადგან ჩემპიონატის 38 ტურში ყოველთვის 3-4 გოლის გატანის ხოდზე ვერ იქნება გუნდი.
ნახევარდაცვის თამაშის გამოსწორება და პირდაპირპროპორციული დაცვაზე წნეხის შემცირება, ჩემი აზრით ლინდერსის დამსახურებაა, რომელმაც ჰოლანდიური ფეხბურთის ელემენტები შემატა ამ მანქანას.
და ეს უკმეხი გამომეტყველების ადამიანი. პეტერ კრავიეცი. მეტსახელად "თვალი". ამ კაცის იდეებს ეყრდნობა გუნდის განვითარების მიმართულება და წინასამატჩო ტაქტიკური ანალიზი, მეტოქის შესწავლა, მატჩის მიმდინარეობისას ტაქტიკური ცვლილება. ამ გუნდის საძირკვლის აწყობაში ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ამ კაცზე მოდის.
არ დამავიწყდება კადრი, როდესაც ბარსელონასთან ცვლილებაზე გამოსასვლელ ვეინალდუმს ელაპარაკებოდა კრავიეცი. დიდხანს უხსნიდა რაღაც სქემას ფურცელზე თან ვფიქრობდი: ახლა ისეთს რას უხსნის, რას შეგვაძლებინებს მნიშვნელოვან გადატრიალებას და ბიძგს შემოიტანს თამაშში.

კიდევ სხვა ბევრი მწვრთნელია და ამ მწვრთნელის დამხმარეები, რომლებიც ქმნიან ამ გუნდის. მათზეც დეტალურად შესწავლა შეიძლება. ამ შემთხვევაში კლოპის ორი თანაშწე გამოვყავი, რომლებმაც შექმნეს მანქანა.
This post has been edited by rati nwt on 27 Jun 2020, 02:23