შუთინგ ჩელენჯი = ასეთი ვიდეოები ხშირად იდება. აქ მთავარია დივოკ ორიგი/ორიჯის საკითხის საბოლოო გარკვევა.
საქართველოში ამ ფეხბურთელს სხვადასხვგვარად მოიხსენიებენ გულშემატკივრები და კომენტატორები.
ვერ გადაწყდა მისი გვარი საბოლოოდ ორიჯია თუ ორიგი.
მიზეზი ალბათ მსგავსებაა სტარიჯის გვართან? რადგან ის სტარი
ჯია , ეს ორი
ჯი უნდა იყოს. კარგად ირითმება და დამკვიდრდა. ზოგისთვის მობილური ინტერნეტის პაკეტთან ასოცირდება და იოლია 2ჯი
არადა მისი გვარი ორიგია. უცხოელი კომენტატორები ასე მოიხსენიებენ და თვითონაც.
ამ ვიდეოში თავად წარმოთქვამს თავის გვარს, როგორც დივოკ ორიგი.
ცალკე ტრენტი და ჯონსი საერთოდ რანაირ ინგლისურს ლაპარაკობენ. ლალანას ყველაზე ზუსტი დარტყმა ჰქონია.
მინამინოს გაჩითვას ცდილობენ სასტავში, ჯერ მაინც უცხოდაა.
VIDEO This post has been edited by rati nwt on 9 Mar 2020, 19:43