კაი, რაც მოხდა მოხდა. ეხლა ცოტა გააზრებულად რომ დავწეროთ, რამდენიმე მომენტია ჩემი აზრით გამოსარჩევი
1) კი, #####ანით და ვაჯობეთ, მაგრამ ძან მეათეხარისხოვანია ეგ, იმიტორო ეგ ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანო და 9 მომენტიდან 1 გამოიყენო.
2) ჩოლომ ძან სწორად ათამაშა გუნდი და თუ ვინმესთან გამოვარდნა გამიხარდებოდა ერთადერთი ატლეტიკო იქნებოდა ალბათ. ჭკვიანი კაცია და რა რესურსიც აქვს მაქსიმალურად იყენებს. მოკლედ, ეკუთვნოდა მოგება. ანტიფეხბურთI და ა.შ. შეფასებები ჩემთვის თავის გამართლებაა და მეტი არაფერი
3) გამოჩნდა მგონი რო მართლა 1 კაცზე ვართ დამოკიდებული და ეს კაცი ჰენდერსონია - თუნდაც ფორმაში არმყოფი,
4) გამოჩნდა, რომ როცა გუნდი ფორმაშია მსოფლიოს საუკეთესო დონეზე თამაში შეუძლია,
5) გამოჩნდა, რომ კლოპს ცოტა მეტი დაფიქრება სჭირდება შემადგენლობაზე. არ შეიძლება რომ ადრიანი იყოს მეორე მეკარე, რომ განაპირა მცველებს პრაქტიკულად არ ჰყავდეთ შემცვლელები, რომ ცენტრალურ მცველებს პრაქტიკულად არ ჰყავდეთ შემცვლელები და ა.შ.
6) იმ ###ობა შესვენებაზე და შვებულებაზე აღარაფერს ვიტყვი, იმედია თავადაც ხვდება რო ბოდვაა
7) არ მესმის იმ ხალხის და ვერასდროს კამათშიც ვერ შევა, ვინც ლანძღავს ლივერპულს და მისი ფეხბურთელების "ეგოს". აი სრული ბოდვაა

როგორ წარმოუდგენიათ ნეტა გუნდი, რომელიც ზედიზედ 2 ლიგის ფინალს თამაშობს, 30 წლიანი პაუზის მერე ჩემპიონატს იგებს, ყველა წლის სიმბოლურ ნაკრებში მისი ფეხბურთელები არიან და ა.შ. აი მაგ ფეხბურთელებისგან რას ელოდებიან? ბოდიშის მოხდით უნდა ეთამაშონ თუნდაც მესის და რონალდოს? რავი ოკ :დ მაგრამ ჩემთვის ამ გუნდისგან სითახედე რაღაც დონეზე მისაღებია და მართლა ვერაფრით ვხვდეი რატო უნდა გალაNძღო ან კლოპი ან ეს გუნდი, რომელმაც რაც ზემოთ დავწერე, მაგ წარმატებას მიაღწია რეალურად მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის პირობებში.
8) და მაინც კლოპის მთავარი შეცდომა მგონია ინგლისური თასების დაკიდება

არ შეიძლება ეგეთი აროგანტულობა. თავისუფლად გაქაჩავდა ეს გუნდი ფა ს და ლიგის თასის ფინალებს და საჭიროა რომ ამ გუნდს მუდმივად ჰქონდეს ტონუსი. არ გვყავს ჩვენ მართლა იმ ანბითენი არსენალის დონის შემადგენლობა და ვარსკვლავები. ეს არის გუნდი, მექანიზმი, რომელიც თუ არ ამუშავე, იჟანგება და მერე 1-2 თვე სჭირდება რომ ფორმაში შევიდეს.
ყველაზე ნაკლებად გულდასაწყვეტი გამოვარდნა იყო ჩემთვის
მოვემზადოთ პლს ტრიუმფისთვის
.