რატომღაც გამახსენდა ნიანგების ერთი ძალიან უცნაური ჩვევა.
ნიანგები ძირითადად წყალში მობინადრე არსებებით იკვებებიან, აქვთ ორმოცდაათზე მეტი კბილი და ერთიც რომ ასტკივდეთ, გარდაუვალია მათი დაღუპვა.
სამყარო ხომ ჯაჭვური სისტემით არის ერთმანეთთან მიბმული?
ამიტომაც არსებობენ გადამფრენი ჩიტები და როდესაც ათასობით კილომეტრის ფრენა უწევთ, მათთვის რთულია საკვების მოპოვება. ჩიტებსაც აქვთ ჭკუა და გვევლინებიან “სტომატოლოგებად“ ნიანგებიც მათი გადაფრენისას პირს აღებენ და აქ იწყება ძალიან საინტერესო მოვლენა.
ჩიტები პირდაპირ პირში აფრინდებიან ნიანგს და იწყებენ კბილებში ჩარჩენილი ნარჩენებით კვებას.
აქ ორი საქმე ერთდროულად კეთდება, ნიანგი ისუფთავებს კბილებს, ხოლო ჩიტები - შიმშილის გრძნობას იკმაყოფილებენ.
ნიანგებმა იციან რომ ყბა არ უნდა დახურონ და ჩიტები არ ჭამონ, რადგანაც კბილების გაფუჭების შემთხვევაში აუცილებლად დაიღუპებიან, (შემდეგ გადაფრენამდე შეიძლება ვერც მიაღწიონ) ჩიტებმაც იციან ეს და უშიშრად აგრძელებენ “სტომატოლოგის“ მოვალეობას.
მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, ნიანგი ყბას დახურავს და ჩიტებსაც ჭამს, შემდეგ აცნობიერებს თავის საქციელს და სინანულის ცრემლებისგან იღვრება.
აქ თავის საქციელს კი არ ნანობს, უბრალოდ იცის რომ მოკვდება და მაგიტომ ტირის.
აქედან მოდის ცნობილი გამონათქვამი “ნიანგის ცრემლები“
ამდენი იმიტომ ვწერე, მსურს ნიანგი შევადარო საქართველოს.
ნიანგის ჩვევა მართლაც გვაქვს, ყველას ვკლავთ ვისაც კი შეუძლია ჩვენი სამშობლო “კბილის ტკივილისგან“ იხსნას, შემდეგ კი ვიღვრებით ცრემლად და ხან გმირად შევრაცხავთ გარდაცვლილთ, ხან წმინდანად და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ.
ჩვენ მოვკალით ძალიან ბევრი “ჩიტი“ რომელიც ქვეყანას “მკურნალობდა“ ახლა კი კბილის ტკივილისგან ბოლთას ვცემთ და ველოდებით “გადამფრენ ჩიტებს“ ვფიქრობთ, აღარ შევჭამთ მათ , მაგრამ ქართველი რისი ქართველია, თუ არ ..
This post has been edited by akkai on 7 Feb 2020, 11:12
მიმაგრებული სურათი