მოაგდებენ ვინმე იაფასიან მცველს, ალბათ.
ან პიროლას ამოწევენ.
დამბროზიო და კოლაროვი ითამაშებენ რო რამე სამ მცველში, დარწმუნებული ვარ ხშირად მოუწევთ.
რა ###ურად წელავენ ყველაფერს.
ფორვარდი ხო მოსაყვანია არა? ისევ ლუკაკუ, ლაუტარო, სანჩესით უნდა იყვნენ მთელი სეზონი? ლუკაკუს შემცვლელი არ უნდა?
ამ ვიდალს ხო არ დაადგა საშველი. ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც რო გაიმაზოს, დარწმუნებული ვარ მთელი ზამთარი ისევ მაგის მოსვლაზე იქნება ლაპარაკი. რით ვერ გაუვიდა ვადა მაგ ჯიშ#####ულს, ან მოიყვანონ ან მოეშვან.
წამსვლელებიც რო ვერავინ გაუშვეს.

ანუ, გოდინია თითქმის წასული, მე მაგას საერთოდ არ გავუშვებდი, ეტყობა სახელფასო ფონდს ამცირებენ, თორე რა გასაშვები ეგაა, გოდინამდე 10 კაცია გასაყრელი, ალბათ.
ბირაგი წავიდა კიდევ და დალბერტი დაბრუნდა. ბირაგის ხო მთელი სეზონი ვაგინებდით, მაგრამ ტიპს 3 გოლი და 7 ასისტი მოუგროვდა, შარშან. დარწმუნებული ვარ ეს გამოსირებული ბრაზილიელი ამდენს ვერ იზამს სულ რო შეუცვლელად დააყენოს კონტემ.

პს. ხვალ ახალ თემას გავხსნი
This post has been edited by weasel on 19 Sep 2020, 01:51