პირველ რიგშI მწვრთნელით და სისტემით უნდა დავიწყო და შემდეგ მოვარგო ფეხბურთელები...
არ ვიქნები ზედმეტად სუბიექტური და ვიტყვი, რომ გუარდიოლას სისტემა როდესაც თავის საუკეთესო
ფეხბურთს თამაშობს არის დაუმარცხებელი.. ეი თუ 0-დან 100-მდე სკალას ავიღებთ, სადაც 100 -> საუკეთესო ფეხბურთია
რომელიც ჩემპიონთა ლიგის არსებობის მანძილზე გუნდს უთამაშია ანუ თითქმის იდეალურობამდე დაყვანილი - პეპი მახსენდება
და შემდეგ სხვა დანარჩენი.. კი ბატონო დღევანდელი ლივერპული, გუშინდელი რეალი, ბაბუს ბოა-ბადი, ანჩელოტი, ფერგიუსონი
და მთელი ამბები -> მაგრამ ზოგ შემთხვევაში თვითონ მწვრთნელი იყო ნაკლებად დამაჯერებელი და ზოგ შემთხვევაში ამ სისტემას
აკლდა ხოლმე კონკრეტული ფეხბურთელი სწორედ მაგ იდეალურობამდე მისასვლელად.. როგორც დღევანდელ ლივერპულს აკლია დებრუინე

ამიტომ პეპს ვირჩევ..
და ნუ ფეხბურთელებიც...
ნოიერი -> საუკეთესო მეკარე რაც მინახავს გუარდიოლას სტილისთვის.. ფეხი, გამოსვლები, თამაშის წაკითხვა, ინდივიდუალიზმი და სიმამაცე 50/50 მომენტებში..
ალვეში -> აღარ განვავრცობ..
კომპანი -> თვითონ გუარდიოლას სიტყვებია.. როცა ტრავმა არ ჰქონდა - საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო ვინც კი მყოლიაო

ვანდაიკი -> აღარ განვავრცობ..
მარსელო -> ფიფა07-ში რომ ვყიდულობდი 2 მილიონად რეალისგან - იქედან მიყვარს და ზიზუს ტრებლის დროს ლამის ხელოვნება იყო მისი თამაში...
ბუსკე-ხავი-ინიესტა -> ბანალური არჩევანია, მაგრამ შეეცი და სხვა გზა არ რჩება..
მესი - CR7 - რონალდინიო.. -> აქაც ავირჩიე შედეგებიდან გამომდინარე ორი საუკეთესო ფეხბურთელი და დარჩენილი ერთი პოზიცია
უნდა გამეყო: კაკა, ანრი, რონალდინიოზე და ესთეტიური თვალსაზრისიდან გამომდინარე - მაინც როლანდინიო...

-----------------------------ნოიერი------------------------------------
------------კომპანი-------------------------ვანდაიკი--------------
--ალვეში------------------ბუსკე-------------------------მარსელო
-----------------ხავი---------------------------ინიესტა---------------
---------------------------რონალდინიო-------------------------------
---------------მესი------------------------------CR7---------------------
გუნდის ფლაგმანი -> რონალდინიო...
This post has been edited by DATOIA on 23 Feb 2020, 18:10
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი