საერთო ჯამში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანამდე დადის, მის შინაგან სამყაროზე, მის ემოციებზე, მის მსოფლმხედველობამდე და ეტც..
ჩემთვის მაგალითად სამხრეთული ხასიათი უფრო ახლოა.. და რაც არ უნდა ეკონომიკურად , თუ უსაფრთხოებით გაცილებით ძლიერი და განვითარებული იყოს სკანდინავია, მანდ ვერ ვიცხოვრებ რავი.. ვენესუელაში ან ეკვადორში უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს ვიდრე ნორვეგიაში ან შვედეთში..
აი, ზუსტად ადამინების ხასიათის გამო.. და კლიმატური პირობების გამო, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანზე..
რატომ არიან ხო სამხრეთელები, რომ სულ იგვიანებენ ყველგან და პუნქტუალურობა პლინტუსის ქვემოთ გვაქვს, ჩვენც სამხრეთელები ვართ ;დ იმიტომ რომ კარგი ამინდია ;დ თბილა და ბევრ რამეზე გიწევს ყურადღების გადატანა.. ბევრი რამ გაჩერებს...
ცივ ქვეყნებში მასე არაა.. რო გამოდიხარ გარეთ და მინუს ტემპერატურაა კლეზე გკიდია სხვა რაღაცეები და სწრაფად მიდიხარ იმ დანიშნულების ადგილზე სადაც საქმე გაქვს ;დ
ჩვენთან რო გამოხვალ რაღაც საქმეზე ჯერ ხო სანამ ყველა მეზობელს მიესალმები, რომლებიც გარეთ არიან, ვინაიდან კაი ამინდია ;დ სანამ ოჯახებს მოიკითხავთ იქ ჟუჟუნა დეიდა როგორაა, ვანიკო უკვე დაწყებითებს ამტავრებს, ხო? მერე იქ სახლის წინ მობურთავე ბავშებს წაემატავები ერთი-ორს..

ნაცნობი მოვა სიგარეტს გთხოვს გამოგეპალარეკბა ;დ შენც იფიქრებ კაი 5 წუთის დედას ###### მეც მოვწევ ბარემ და თან საუბრობთ რაღაცაზე.. ვინაიდან ეს თბილი , მზიანი ამინდი გადუნებს რა, გაწყნარებს რავი ;დ
სადმე ირკუტსკში ასეთი რამე არ მოხდება, ვინაიდან კლე ამინდია და ყველას კლეზე კიდია ზედმეტი ემოციურობა, გარეთ გამოსვლა რომც გინდოდეს ვერ გახვალ და უფრო შორდებიან ადამინები ერთმანეთს..
ხოდა ასე საუკუნეებით რომ გრძელდება გადადის ხასიათში მერე ;დ დაჟე იმავე იტალიაშიც იგრძნობა ეს.. იმენა ეგეთი მეზობლური პონტები , როგორც ჩვენთან იყო 90წლებში ;დ სამხრეთში უფრო შემორჩა.. ეს ვიდეოებიც რომ იდება ძირითადად სულ ნეაპოლი, პალერმო, სალერნო, სიცილიაა..
მე ახლა როგორ მიყვარს ტურინი მარა მანდ არა მგონია მასე უფრო გახსნილად იყვნენ, როგორც იტალიის სამხრეთში..
ხოდა რას მოვაყოლე ამდენი, მეც რომ ეგეთ გარემოში გავიზარდე საქართველოში, ჩემთვის ძალიან რთული იქნება სხვა მენტალობის ქვეყანაში ცხოვრება.. დამაკლდება ეს ყველაფერი.. ამიტომ ჩემთვის ყოველთვის ნებისმიერ სამხრეთული ქვეყანა ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე შედარებით ჩრდილოური.. ადამინების ხასიათიდან გამომდინარე.. მითუმეტეს თუ ექსტრავერტი ადამიანი ხარ..